მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საერთაშორისო მხარდაჭრა მოშიმშილე მეხანძრე-მაშველებს

მოშიმშილე მეხანძრე–მაშველებს სოლიდარობა საერთაშორისო საჯარო პროფკავშირების გაერიანებებმა გამოუცხადეს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოსა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენელების სახელზე გაგზავნილ წერილში სათაურით: “მეხანძრე–მაშველების დასაცავად საქართველოში!“ საერთაშორისო საჯარო მოხელეთა პროფკავშირის (PSI) გენერალური მდივანი, როსა პავანელი და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების ევროპის ფედერაციის (EPSU) გენერალური მდივანი, კაროლა ფიშბახ–პიტელი იმედს გამოთქვამენ, რომ მეხანძრე–მაშველების სამართლიანი მოთხოვნები შესრულდება.

“ჩვენ გწერთ საერთაშორისო საჯარო მოხელეთა (PSI)  და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების ევროპის ფედერაციის (EPSU–ს) სახელით, რომელიც წარმოადგენს 28 მილიონ საჯარო მოხელეს მთელს მსოფლიოში.  ჩვენ  შეშფოთებულები ვართ იმ ინფორმაციით, რაც მივიღეთ საქართველოს მეხანძრე–მაშველებთან დაკავშირებით.

ჩვენ მოგვმართა თბილისის მეხანძრე–მაშველების პროფკავშირმა, რომელიც  საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების (PSTUG) წევრი ორგანიზაციაა.  PSTUG კი ჩვენი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში და მან გვაცნობა, რომ მეხანძრე–მაშველების პირობები და სიტუაცია თქვენს ქვეყანაში უკიდურესად არასასურველი. ეს მუშაკები ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ აყენებენ  და ამ დროს არც საჭირო აღჭურვილობა გააჩნიათ და თან ყოველდღიურ  შეურაწყოფასაც იტანენ დირექტორის მხრიდან.

საქართველოს კანონმდებლობით, მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ და არც არსებობს აუცილებელი მედიაციის ან სავალდებულო არბიტრირების მექანიზმი. ამიტომ მათი ერთადერთი უფლება საპროტესტო აქციის გამართვაა. 2014 წლის 12 თებერვლიდან დაწყებული, 60-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი დასაქმებული იკრიბება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წინ, რათა საპროტესტო აქცია გამართონ თავიანთი უფლებების დასაცავად.

ზოგიერთმა პროტესტის მონაწილემ შიმშილობაც დაიწყო, რამაც გამოიწვია მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა ყოველ დღე და დღეს უკვე 16 მეხანძრე–მაშველი შიმშილობს.

მათი მოთხოვნებია:

–        საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის გადადგომა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების გამოძიება;

–        პროფკავშირების წევრებზე წნეხისა და დაშინების მცდელობების შეწყვეტა;

–        სამსახურიდან დათხოვნის დოკუმენტის გაუქმება იმ მეხანძრეებისთვის, ვინც გათავისფლებული იყო ცრუ ბრალდებებით;

–        შრომის პირობების და თავდაცვის საშუალებების გაუმჯობესება, რომელიც მოიცავს სპეც ტანსაცმლისა და სპეც აღჭურვილობის უზრუნველყოფას;

–        სისტემური “ატკატებისს“ აღმოფხვრა;

–        შეწყდეს სამუშაო დროს მეხანძრე–მაშველების შრომის მოხმარება კერძო ინტერესებისთვის;

–        მეცამეტე და ზეგანაკვეთური ხელფასის გაცემა, რომლის მოთხოვნის უფლება მეხანძრეებს გააჩნიათ.

საქართველომ უახლოეს წლებში ძალიან  რთული შრომითი კანონმდებლობის რეფორმის პროცესი გამოირა. ჩვენ მოგიწოდებთ, მთავრობამ შექმნას ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შეძლებს იმ ადამიანებს ვისაც გაფიცვის უფლება არ გააჩნიათ მიეცეს დიალოგის მექანიზმი და შეეძლოთ, რომ სოციალური დიალოგის პლატფორმა ჰქონდეთ საჯარო მოხელეებს როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის დონეზე.

ასეთი დიალოგისთვის სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია უნდა იყოს ეფექტური პლატფორმა. ჩვენ ვუცხადებთ ღრმა სოლიდარობას და თანაგრძნობას საქართველოს პროფკავშირებს და ვაგრძელებთ პროფკავშირული ბრძოლის მხარდაჭერას“ – ნათქვამია მეხანძრე მაშველების მხარდაჭერის წერილში.

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ მხარდაჭერის წერილის ინგლისური (ორიგინალი) ტექსტი:

Davit Sergeenko – Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia

dsergeenko@moh.gov.ge

Dimitry Makhatadze – First Deputy Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia

dmakhatadze@moh.gov.ge

Press Service of the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

info@moh.gov.ge

Merab Japaridze – Organisational Dept of the Prime Minister, Head of the Secretariat of the Tripartite Commission for Social Partnership

mjaparidze@geo.gov.ge

Irakli Shikhiashvili – Chairman of Tbilisi City Assemby

pr@sakrebulo.ge

File Reference: RP/SV/CHM

Contact Name: rights@world-psi.org

19 February 2014

Dear Minister,

In defence of Fire-fighters-Rescuers in Georgia!

We are writing to you on behalf of Public Services International (PSI) and the European Federation of Public Service Unions (EPSU), representing more than 28 million public workers around the world, to express our concern about the situation faced by Fire-fighters-Rescuers in Georgia.

We have been informed by the Tbilisi Firefighter-Rescuers Trade Union, affiliate of the Georgian Public Servants Trade Union (PSTUG), our Georgian affiliate, that the situation of Fire-fighters-Rescuers in your country is utterly unacceptable. These workers risk their lives, but have no adequate equipment and are faced with daily abuse by their employer.

According to Georgian law, strike action is forbidden and there is no mechanism for mediation or mandatory arbitration. Since only protest action is allowed, over sixty current and former employees are currently gathering in front of the Emergency and Urgent Services’ administration building to protest for their rights since 12th February 2014. 2

 

Some of the protesters started a hunger strike, which rapidly grew up in number and, by the ninth day, 16 workers continue their actions.

The protesters have presented the following demands:

 Dismissal of the Director of the Emergency and Urgent Services Agency and investigation into the management’s decisions;

 An end to persecution of elected union leaders and intimidation of union members;

 Annulment of the termination of employment of the workers who have been fired on the basis of false accusations;

 Improvement of working conditions and safety at work, including special uniforms and tools;

 Stop regular practice of “kickbacks” to management;

 Stop using the labour of fire-fighters and rescuers during working hours for private purposes by management;

 Pay the 13th month and overtime pay that workers are entitled to.

 

Georgia has gone through a difficult reform process of the labour code in recent years. We call on your government to foresee effective instruments for conciliation for those employees who do not have the right to strike and to create an appropriate dialogue platform for public service unions and the government – both at local and national level.

The Tripartite Social Partnership Commission should be an effective platform for dialogue.

We express our deepest solidarity with the Georgian trade unions and will continue to support them in their struggle.

Yours sincerely,

Rosa PAVANELLI

PSI General Secretary

Carola FISCHBACH-PYTTEL

EPSU General Secretarymxardachmxardach1