მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა რუსთავში

 რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დიდ დარბაზში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-10 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა დეკანოსიძემ, ყრილობაზე მოწვეულ დელეგატებს ჩააბარეს 2013-2014 წლებში გაწეული მუშაობის და პროფკავშირების ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზანშეწონილობის ვიდეო და ტექსტუალური ანგარიშები, რის შემდეგაც ყრილობამ წარმოდგენილი ანგარიშები დამაკმაყოფილებლად სცნო და დაამტკიცა.

ყრილობის მუშაობის მეორე ნაწილში გამართული არჩევნების შედეგად ორგანიზაციის პრეზიდენტად არჩეულია თამაზ დოლაბერიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად თეიმურაზ გვენეტაძე, კახა მაჩიტიძე და გელა ბიჭიაშვილი.

ბოლოს კი ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პროფესიულმა კავშირმა ფაქტიურად მომავალი ოთხი წლის მთავარი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დადგენილება ეხმაურება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროფკავშირული ფულადი სახსრების უფრო ეფექტურად ხარჯვის მექანიზმების შემუშავება, ასევე პროფკავშირის ლიდერების გადამზადება, პროფკავშირული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.3