10 დეკემბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რუსთავის ოფისს, საქმიანი ვიზიტით, გლობალური პროფკავშირის – Industrial Global Unuon-ის წარმომდგენელი ვადიმ ბორისოვი და ნორვეგიის პროფკავშირის – Energi Industri-ს წარმომადგენელი, ოლე-კრისტიან პაულსენი ეწვივნენ.
სტუმრები შეხვდნენ შპს “რუსთავის აზოტი”-ს, შპს “რუსთავის ფოლადი”-ს, სს “RMG Copper”-ის და შპს “RMG Gold”-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
შეხვედრა გაიმართა Energi Industri-ს მიერ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის დამტკიცებული პროექტის მონიტორინგის ფარგლებში.
შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობას ასევე იღებდა საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორი სტანისლავ ჩენიუხი, შესაბამისად, გარკვეული დრო დაეთმო ზემოთაღნიშნული ცენტრის მიერ 2014 წელს დაფინანსებული სემინარებისა და ორგანაიზინგების შედეგების განხილვას და სამომავლო გეგმებზე საუბარს.
სტუმრებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები კაზრეთის 2014 წლის მასშტაბური გაფიცვისა და მისი შემდგომი პროცესების, ასევე რუსთაველი ქიმიკოსებისა და მეტალურგების მიერ ინიცირებული და წარმოებული კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.
სტუმრების შეფასებით შეხვედრამ ძალიან საქმიან ვითარებაში ჩაიარა, რის გამოც ისინი გამოთქვამენ უსაზღვრო კმაყოფილებას ქართული პროფკავშირული მოძრაობის ბრძოლისუნარიანობის მაღალ ხარისხთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით მთელი რეგიონის მასშტაბით.