მიმდინარეობს საიტის განახლება

რაისა ლიპარტელიანი PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის წევრად აირჩიეს

საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელძღვანელი, რაისა ლიპარტელიანი აირჩიეს.

PERC -ის რიგით მეოთხე ახალგაზრდული კონფერენცია საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდული კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) -ის მთავარი პროგრამა და  სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

PERC -ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი  მოლდოვის წარმომადგენელმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან , PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ლაშა
ბლიაძე გახდა.

12274349_621637214642046_9002617258423159339_n

12248152_1035171246535581_7335091352868792401_o