მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“პროფკურორტმა“ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში მიიღო

რიგით მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “ექსპო ჯორჯიაში” გაიხსნა და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.

50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ორგანიზაცია – ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები.გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

ღონისძიებაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა კომპანიებმა სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.

შპს „პროფკურორტი“ მონაწილეობას იღებს აღნიშნულ ღონისძიებაში. „პროფკურორტი“ ერთ–ერთი გამორჩეული ტურ-ოპერატორია საქართველოში დასასვენებელი და სამკურნალო კურორტების სფეროში. კომპანიამ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა დიდი გამოცდილება და დღესდღეობით გააჩნია ერთერთი საუკეთესო მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულ კვალიფიციურ და გამოცდილ თანამშრომლებს შეუძლიათ მომხმარებელს ზუსტად შეურჩიონ შესაბამისი დასასვენებელი თუ სამკურნალო კურორტი.

ტურ-ოპერატორი „პროფკურორტი“ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებელს, ტურ აგენტებსა და პარტნიორ ტურ-ოპერატორებს გამოფენაზე გააცნობს სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტს, როგორიცაა:

საქართველოს სამკურნალო და დასასვენებელი კურორტები;
სასტუმროების დაჯავშნა;
ავია ბილეთები;
გიდისა და ტრანსპორტით მომსახურება;
კონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
სამოგზაურო ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და თურქეთის ტერიტორიაზე კონკურენტული ფასებით:
o კულტურულ-ისტორიული ტურები საქართველოში
o ლაშქრობები/ეკო ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში
o ჯიპ-ტურები საქართველოს მთიანეთში
o ჯომარდი
o ტურები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, ტრაპიზონი და კაპადოკია)
o ბავშვებისა და მოზარდებისთვის ბანაკების ორგანიზება1