მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირული სოლიდარობა “ჩარლი ჰებდოს!“

ცნობილმა ევროპულმა პროფკავშირულმა გაზეთმა, ექუალ-ტაიმსმა (Equal Times) ევროპის პროფკავშირული მოძრაობის სახელით სოლიდარბა გამოუცხადა პარიზში დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს და მხარდაჭერა აღუთქვა მათ, ვისთვისაც მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

“სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი ადამიანი დაშავდა გამოცემა “ჩარლი ჰებდროს“ პარიზის სათაო ოფისზე თავდასხმის დროს.

Equal Times-ის სარედაქციო ჯგუფი გამოუხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების და ახლობლებს და მიუსამძიმრებს მათ ამ საშინელი და ენით აუწერელი აქტის გამო.

ჩვენი საქმეა გამოხატვის თავისუფლება დავიცვათ. ის თავისუფლება, რომლისთვის “ჩარლი ჰებდო“ იბრძოდა და რომელ უფლებაზეც განხორციელდა თავდასხმა და დამთავრდა სასიკვდილო შედეგებით.

შეიძლება ჩვენ ჯერ არ ვიცით არც თავდამსხმელების სახელები და არც მათი მოტივაცია, ჩვენ ვერ ვუარყობთ მოსაზრებას, რომ სატირისტულმა გაზეთის მოსაზრებრებმა და განგებ შექმნილმა კარიკატურებმა, რომელნიც დადგენილი იდეების წინააღმდეგ მოქმედებდნენ სასიკვდილო შედეგი მოიტანეს.

პოლიტიკა, მედია, მორალური უმრავლესობა… არაფერი არ გამოეპარებოდათ “ჩარლი ჰებდოს“ აპარატის მშრომლებს. მაგრამ ყველაზე დიდი “ჰედლაინები“ რელიგიას ეძღვნებოდა. კერძოდ ისლამს და წინასწარმეტყველ მუჰამედს, რამაც მოახდინა პროვოკაცია და ოფისმა უამრავი მუქარაც მიიღო. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სხვა გამოცემებიც ისევე ანაწყენებდნენ კათოლიკებს, ებრაელებს და სხვა…

თავდასხმა რელიგიური მოტივით მოხდა თუ არა, Equal Times ყოველთვის დაიცავს თავის გამოხატვის თავისუფლებას წინააღმდეგობრივი იდეებისა მოქალაქეთა წინაშე, მაშინაც კი თუ ეს იდეები ზოგიერთს მიაჩნია მკრეხელობად.

საერთო დემოკრატიაში რელიგიას არ გააჩნია დამატებითი დამცავი მექანიზმი კრიტიკისა და იუმორისგან. ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლო აძლევს ხალხს უფლებას, რომ ისეთი კომენტარი გააკეთონ, რომელიც შესაძლოა იყოს შოკური, არასასიამოვნო ან ამაზრზენი.

საფრანგეთი კი არის თავისუფლების ქვეყანა. ამიტომაც ეს შეტევა მით უფრო სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, სადაც პროგრესი მულტიკულტურალიზმის და მიღების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების სასარგებლოდ მუდმივად საფრთხეშია.

მოდით და ამ ბარბარული მოქმედების ჩამდენ ექსტრემისტებს არ დავნებდეთ და არ ვაღიაროთ ისინი ვინც მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულად უმრავლესობიუს უმნიშვნელო ნაწილია.

გამოხატვის თავისუფლება არის ის საძირკველი, რომელზეც დემოკრატიული საზოგადოება აშენდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა კი ყოველთვის იქნება ამ თავისუფლების მატარებელი.

ამ თავისუფლების დაცვა ყველაფრის წინაშე აუცილებელია ადამიანთა სიბნელისა და სისულელის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

“ჩარლი ჰებდო“, ჩვენ მხარს გიჭერთ“ – ნათქვამია მხარდამჭერ წერილში.xalxi