მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირული სკოლა იმერეთში

26 ივნისს, ქუთაისში გაიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის „რეგიონებისკენ! პროფკავშირული საგანმანათლებლო პროგრამა შრომითი უფლებების შესახებ თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში დასაქმებულთათვის“ ფარგლებში ჩატარებული ქუთაისის პროფკავშირული სკოლის დახურვის ღონისძიება.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები, სკოლის მონაწილეები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმერეთის რეგიონში პროფკავშირულ სკოლის შედეგები, მიზნები და პერსპექტივები და მოხდა წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.

ფოტორეპორტაჟი