პროფკავშირსა და ბიზნესს შორის “სოციალური კონტრაქტი” გაფორმდა

kontraqtდღეს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, სოციალური დიალოგის სამმხრივი კომისიის წევრებმა, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა “სოციალური კონტრაქტი” გააფორმეს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა სოციალური ურთიერთობების კუთხით მთელი ქვეყნისათვის

შეხვედრას საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის ლიდერები და პროფკავშირის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პერსპექტებზე განცხადება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა პირველ რიგში დასაქმებული ადამიანებისავის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.  შეთანხმებაში ბიზნესის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე მონაწილეობენენ

თანამშრომლობის ერთ–ერთი უთავრესი მიზანია, საქართველოში სოციალური პარტნიორობის ორმხრივი პრაქტიკა განვითარდეს; ასევე, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ქვეყანაში დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე ერთად იმუშაონ და თანამშრომლობის ეფექტური მოდელი შექმნან.

დადებული მემორანდუმის თანახმად, ორმხირივი სოციალური თანამშრომლობით მიღწეული შეთანხმებები და შემუშავებული ინიციატივები პრემიერთან არსებული სამმხრივ კომისიას უკვე დეტალურად მომზადებული წარედგინება. იგეგმება აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პრობლემატურ საკითხებზე ერთობლივი მოლაპარაკებები შედგება როგორც დამსაქმებლებთან, ასევე დასაქმებულებთან და მთავრობის ინსტიტუტებთან.

როგორც ცნობილია, განვითარებული ქვეყნები სოციალურ დიალოგს შრომით ურთიერთობებში აქტიურად იყენებენ და ურთიერთობის სწორედ ეს ფორმაა წარმატებული ბიზნესისა და დასაქმებულთა კეთილდღეობის საფუძველი. იმედია გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა იქნება.

ღონისძიების ამსახველი ფოტოკოლაჟი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი “ფეისბუქის” გვერდზე, მითითებულ ბმულზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.10152484781968073.1073742030.244280163072&type=1