პროფკავშირმა დევნილებს შენობები მუდმივ საკუთრებაში გადასცა

დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსის 6 შენობა საქართველოს პროფკავშირებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დევნილების განსახლებისთვის გადასცა. დევნილებს დაუკანონდებათ პროფკავშირების, წყნეთში მდებარე 3 კორპუსიც. ქონება პირველ ეტაპზე სახელმიფოს საკუთრებაში გადავა, რათა პროფკავშირების პირდაპირ გადაცემის გამო არ წარმოექმნას საგადასახადო ვალდებულება და მაშინვე დაუკანონდება დევნილებს.

“კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენი ქონება მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ ომითა და აგრესიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც ის სასიცოცხლოდ სჭირდებათ, თუმცა ბედნიერები ვიქნებით, თუ ყველანი ერთად შევძლებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნებას.

პროფკავშირების გაერთიანება იყო არის და იქნება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ორგანიზაცია და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავ ყველაფერს გააკეთებს საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში მყოფი მოქალაქეებისთვის” – აცხადებენ საქართველოს პროფკავშირებში.devnil

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება