მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებში საპენსიო სისტემის შესახებ მსჯელობენ

პროფკავშირებში  საქართველოს საპენსიო სისტემის შესახებ  ქართველი და უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საქართველოში არსეუბლი ვითარების შეფასება მოხდება და საპენსიო სისტემის რეფორმირების ასპექტებს განიხილავენ. უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ განვითარებული ქვეყნების საპენსიო სისტემებს, მათი დაანგარიშების გზებსა და მოდელებს.  საპენსიო სისტემის დახვეწა პროფკავშირების გაერთიანების ერთ ერთი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ გაერთიანება საკითხზე სიღმისეულ ანალიზს გაკეთებს, რის შემდეგაც კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდება. შეხვედრაზე ეკონონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფი –  სახელმწიფო ხედვას წარმოადგენს. საპენსიო სისტემის კრიტიკულ შეფასებას პროფკავშირების წარმომადგენლები გეგმავენ, რაც მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებულ ახალი სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად ბაზრის შედგენილ განახლებულ ინფორმაციას დაეყრდნობა. შეხვედრა 16-17 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მხარდაჭერით იმართება. 5