მიმდინარეობს საიტის განახლება

როგორი იყო 2015 წელი პროფკავშირებისთვის?!

პროფკავშირების 2015 წლის საქმიანობის ანგარიში მედიის, ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, 28 დეკემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”- ში მოისმინეს. ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. მისი განცხადებით, საქართველოსთვის კვლავ რჩება გამოწვევად საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან და ამ სტანდარტების დანერგვა, მათ შორის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო 2015 წელს საქართველოს პროფკავშირების მიღწევებს, გამოწვევებს და სამართლებრივ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების გაერთიანებამ გასული წლის განმავლობაში 51 შრომითი დავა მოიგო, სამსახურში აღდგენილია 40 მდე უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანი, წარმოებაშია 90მდე საქმე. პროფკავშირებმა, ასევე, მოამზადეს ინიციატივათა პაკეტი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც პენსიონერთათვის 3 სვეტიანი სისტემის შეთავაზებას გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული კერძო, დაგროვებითი პენსიის საპასუხოდ. ასევე შეიქმნა პროფკავშირის წევრთა ელექტრონული ბაზა და დაინერგა პროფკავშირის წევრობის დამადასტურებელი ბარათი, რომელიც მფლობელთა მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასდაკლების ბარათის ფუნქციასაც ითავსებს.

პროფკავშირების გაერთიანების ანგარიშის მიხედვით მთელი რიგი კომპანიების მხრიდან, კვლავ აქვს ადგილი შრომითი დისკრიმინაციის, დასაქმებულთა შევიწროვების და დევნის შემთხვევებს, თუმცა, რიგ ობიექტებზე, ასევე, მნიშვნელოვნად წარმატებულია პროფკავშირულის საქმიანობა და დასაქმებულთა უფლებებისათვის ბრძოლა.

პროფკავშირების მიერ მომზადებულ წლის ანგარიშს ჟურნალისტები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

886928_10153506292173073_6324452583055256546_o12377532_10153506291793073_8223893414274688079_o
10275303_10153506294978073_2664087019280580896_o
1048079_10153506292413073_3777735532433079307_o
1933649_10153506295208073_9012699770032485990_o