მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა “ჯორჯიან მანგანეზს” დავა ორ ინსტანციაში მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

მემანქანე გიორგი ნეფარიძე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შუქურთის მაღაროს მიწისქვეშა ტრანსპორტის რკინიგზელი, სამსახურიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.
დათხოვნის საფუძვლად “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია “ობიექტურ გარემოებასა” და იმ დოკუმენტს ასახელებდა, რომლის თანახმადაც ქარხანაში 20 მაისამდე სპეციფიკური რეჟიმი გამოცხადდა და დირექცია უფლებას იტოვებდა ამ პერიოდში კადრები შეემცირებინა.
სინამდვილეში ნორმა, რომელიც სპეციფიკურ რეჟიმში კადრების შემცირებას ითვალისწინებდა – დოკუმენტიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც პროფკავშირების გაერთიანებამ “ჯორჯიან მანგანეზთან” სპეციალური დოკუმენტი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით “ჯორიან მანგანეზი”- ვალდებულია იძულებითი მოცდენის პერიოდში ყველა კადრი შეინარჩუნოს და 20 მაისიდან მუშაობა მათთან ერთად განაახლოს.
მოსარჩელე გიორგი ნეფარიძის სამსახურში აღდგენის გარდა, შპს “ჯორჯიან მანგანეზს” მოუწევს მას იძულებითი მოცდენის თანხა გადაუხადოს და სასამართლოში გადახდილი ბაჟიც აუნაზღაუროს.