მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა „სინოჰიდროს“ სასამართლო მოუგეს! 4 ადამიანი სამსახურში აღადგინეს

სასამართლომ შპს „სინოჰიდროს“ პროფკავშირის წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა. ოთხი მუშაკი სამუშაოზე განაცდურის ანაზღაურებით აღადგინეს. სასამართლოზე მოსარჩელე მხარეს  აჭარის პროფკავშირების გაერთიანება წარმოადგენდა. პროცესი 2015 წლის   22 მაისს  შედგა.

დავა პროფკავშირსა და დამსაქმებლებს შორის 2011 წლიდან მიმდინარეობდა. სწორედ   2011 წლის 1 მაისს შპს „სინიჰიდროში“, კერძოდ ჩოლოქის მეურნეობაში მაგისტრალის მშენებლობაზე შეიქმნა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია და პროფკომიტეტის შემადგენლობა აირჩიეს.

პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პროფკავშირმა დაიწყო შპს „სინოჰიდროს“ ადმინისტრაციასთან კოლექტიური მოლაპარაკება, თუმცა შპს „სინოჰიდროს“ ადმინისტრაციამ იგნორირება გაუკეთა პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნებს და მეტიც, დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელი დამოკიდებულებას. ყველაზე აქტიურ მუშებს, რომლებიც იცავდნენ საკუთარ უფლებებს დასჯის მიზნით ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან. ვადაზე ადრე კონტრაქტებს უწყვეტდნენ და ასე გაათავისუფლეს პროფკომიტეტის თავმჯდომარე და აქტივის წევრები. იგივე განმეორდა 2012 და 2013 წლებში. აღდგენილი პროფკავშირული ორგანიზაციის აქტივი და კომიტეტის თავმჯდომარე სხვადასხვა მიზეზით (ძირითადად კონტრაქტის ვადის ამოწურვა) დაითხოვეს სამსახურიდან.

2014 წლის 14 იანვარს შპს „სინოჰიდროში“ ჩოლოქის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ განახლდა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, აირჩიეს კომიტეტის ახალი შემადგენლობა და თავმჯდომარე.

 

თუმცა 2014 წლის 17 აპრილს  შპს „სინოჰიდროს“ იურისტმა ბადრი ღაღაიშვილმა პროფაქტივი გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე სამსხურიდან დაითხოვა.

სამსხურიდან გათავისუფლებულებმა-

აჭარის პროფკავშირის დახმარებით დავით დათუნაიშვილმა, მერაბ მურვანიძემ, აჩიკო მესხიძემ და მალხაზ გუნთაიშვილმა  სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების  მოთხოვნით სარჩელი ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. როგორც გამოკვლევისას დადასტურდა შპს „სინოჰიდროს“ მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალური კონტრაქტები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნული პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს გაყალბებული იყო, რაც დაადასტურა სამხარეულის  ექსპერტიზამაც.

სასამართლომ შპს“სინოჰიდროს“ თითოეული მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და ყოველი მათგანისთვის  განაცდურის ანაზღაურება 9 ათასი ლარის ოდენობით დააკისრა.sasamartlo