პოლიტიკოსად შემდგარ არ შემდგარობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან – ცაგურიას არ აქვს არც სათანადო განათლება, არც კომპეტენცია, არც საგნების სწორად აღქმის უნარი, თორემ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ ირაკლი პეტრიაშვილი უკვე არის პოლიტიკურად შემდგარი , როგორც საქართველოში ისე ევროპაში (ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტია და მისი არჩევა მრავალმილიონიან ორგანიზაციაში ხმათა უმრავლესობით მოხდა), მსგავსი საერთაშორისო მხარდაჭერა არც ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც იგი გოშიასავით ემსახურება, ვერ ეღირსებათ.
რაც შეეხება არჩევნებს – არჩევნებში პეტრიაშვილის მონაწილეობა პროფკავშირული ნიშნით და პროფკავშირების წარდგინებით გადაწყდა და ცაგურიასავით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მას არასოდეს უხტუნავია; საარჩევნო კამპანიის დროსაც იგი მყარად პროფკავშირულ ხაზს ატარებდა, სადაც არა 1% არამედ 9% იანი მხარდაჭერა აიღო, თუმცა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა საარჩევნო სისტემის სიყალბე და კორუფცია, რაც ასევე დიდწილად ცაგურიას დამკვეთების “დამსახურება” იყო.
პოლიტიკოსად ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ან ვერ ჩამოყალიბდეს და ეს ტრაგედია არაა, მაგრამ კაცად ჩამოყალიბება გაცილებით დიდი პრობლემა და მიუწვდომელი პერსპექტივაა ცაგურიასთვის.
რაც შეეხება აქციას, პროფკავშირების თავმჯდომარე არწმუნებდა რკინიგზელთა პროფკავშირს , რომ ყველა რესურსი გამოეყენებინა, რათა შიმშილობა არ დაწყებულიყო, არა იმიტომ, რომ პროტესტს არ იმსახურებს ის ბინძური მართვის სისტემა რაც რკინიგზაშია გამეფებული, არამედ იმიტომ, რომ ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ხალხის ისედაც გაუსაძლისი ყოფა, კიდევ უფრო არ დაემძიმებინათ.
საქართველოს პროფკავშირები განსხვავებას ნაციონალური მოძრაობის დროს არსებულ შუა საუკუნეობრივ აზროვნებას და ქმედებებს და ცაგურიას და მისი პატრონების ქმედებებს შორის არსებითად ვერ ხედავს. რა პროტესტიც ჰქონდათ პროფკავშირებს რკინიგზაში მაშინ და რის გამოც, უწევდა საქართველოს მთავრობას ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ ჟენევაში თავის მართლება, იგივე ხდება ცაგურიას და მისი პატრონების მართულ რკინიგზაში დღეს. ცაგურიას განცხადება, არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა რკინიგზელთა გულწრფელი და საგნობრივი პროტესტიდან, რომ თითქოს ეს ვიღაც სხვისი დამსახურებაა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ვერავინ ვერავის აიძულებს შიმშილობას თუ ამის რეალური მიზეზი მას არ აქვს. რკინიგზა გახლავთ სახელმწიფო კომპანია და ამ სახელმწიფო კომპანიაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სახელმწიფოს, რაზეც მას მოუწევს პასუხის გაცემა როგორც ევორპის ასევე მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილისთვის. ამაზე კი ნამდვილად იზრუნებს პროფკავშირები.
—
პატივისცემით
თამარ გედევანიშვილი
+995599303636
+995555003313