მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანება ქალთა კვირეულს აღნიშნავს

IMG_4619დღეს, 7 მარტს, 13:00 საათზე, სოფელ კოდაში მცხოვრებ დევნილ ქალებს პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე შეხვდება. შეხვედრის მონაწილეებს ეთერ მათურელი გააცნობს კანონპროექტს :”მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრის შესახებ“.
აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ქვეყანაში არსებული, მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ქალთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის: “შეიმუშავე კანონი”ს ფარგლებში. ინიციატივის მიზანია, აღმოიფხვრას ხარვეზები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არის განსაზღვრული, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, რაც, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის საერთო სურათზე. აღნიშნული კანონპროექტი საშუალებას მოგვცემს მრავალშვილიანი მშობლისათვის განისაზღვროს ისეთი სოციალური გარანტიები, როგორიცაა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება, ანაზღაურებადი შვებულების უპირატესად აღების უფლება, ზეგანაკვეთური შრომისა და მივლინებაში გაგზავნის აკრძალვა მისი თანხმობის გარეშე, დამატებითი უხელფასო შვებულება ან მოხერხებული გრაფიკის შედგენა.
გაიმართება დისკუსია საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც.