მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული მომზადება-გადამზადების დადებითი და უარყოფითი მხარეები

პროფკავშირები სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის შედეგებზე საუბრობენ

დასაქმების პრობლემა საქართველოსთვის არახალია. ჩვენ უკვე ათწლეულებია, ვერ ვახერხებთ შრომის ბაზრის განვითარებას დასაქმების ზრდისა და საგანმანათლებლო მიღწევების კუთხით.  ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრად კვლავ რჩება საქართველოს მოსახლეობის 11%, რაც მხოლოდ 1%-ით ჩამოუვარდება 20 წლის წინანდელ მაჩვენებელს, როცა ქვეყანაში უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იდგა. მეტიც, ეს მაჩვენებელი არ ასახავს უმუშევრობის რეალურ დონეს, რადგან დასაქმებულადითვლებიანის ადამიანებიც, ვინც მუშაობენ სოფლის მეურნეობაში, ტაქსის მძღოლებად, კერძო რეპეტიტორებად და ასე შემდეგ; ანუ ის ნაწილი, ვინც თავად ისაქმებს თავს და ვისაც არ გააჩნია დაქირავებით მიღებული სტაბილური შემოსავალი. ასეთი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად აჭარბებს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვს და უმუშევრობის რეალური დონე 60%-ს აღწევს.

2015 წლის ბოლოს, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა, რომლის შედეგებზე დაყდრნობითაც შემუშავდა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა; რადგან საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული მთავარი პრობლემა, კვლევის მიხედვით, სწორედ არსებული სამუშაო ძალის კვალიფიკაციის შეუსაბამობა აღმოჩნდა დამსაქმებლის მოთხოვნასთან და არა სამუშაო ადგილების არარსებობა.აქ აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ამ შეუსაბამობის არსებობა პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობა არაკვალიფიციურია. დღეს ქვეყანაში პრიორიტეტულია უმაღლესი განათლება, სამუშაო ადგილები კი ძირითადად ისეთ სექტორებში იქმნება, რომლებიც მოითხოვს პროფესიულ განათლებას. აკადემიური განათლების მქონე ადამიანები ვერ საქმდებიან ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდ და მზარდ – მომსახურების სექტორში.

ამ პრობლემის საპასუხოდ, სახელმწიფომ მიზნად დაისახა პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია და მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შექმნა სამუშაოს მაძიებელთათვის.ესმთავრობისმიერმომზადებულიგანვითარების 4 პუნქტიანიგეგმისერთ-ერთინაწილია. ამგეგმისმიხედვით, საქართველოში, აბიტურიენტებისათვისსწავლის გაგრძელება გაცილებითპრესტიჟულიუნდა გახდეს პროფესიულკოლეჯებში, ვიდრე უნივერსიტეტებში, რადგან დასაქმების შანსი პირველ შემთხვევაში, ბევრად მაღალია. ცხადია, ეს სამუშაო ადგილები არ წარმოადგენს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ ზრდას ვერ განვიხილავთ, როგორც რეალური განვითარების წინაპირობას, თუმცა, ადამიანებისთვის, რომლებიც აქ და ახლა არიან უმუშევრები, მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დასაქმების რეალური შესაძლებლობების გაჩენა.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა პირველად 2015 წელს განხორციელდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მაშინაც ჩაატარა პროგრამის მონიტორინგი და მიღებული შედეგები ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობა: სახელმწიფოს, დამსაქმებლებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ა.შ.  2016 წელს განხორციელებული პროგრამის შედეგები პროფკავშირებმა გასული წლის პროგრამის შედეგებთან მიმართებაშიც განიხილეს და მოამზადეს მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, სადაც პროგრამის ძირითად ხარვეზებზე საუბრობენ და სახელმწიფოს საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

პროგრამის ძირითად მიზნებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადება, შემდგომ სტაჟირება სამუშაო ადგილებზე კვალიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით და საბოლოოდ, დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს მოთხოვნად პროფესიებზე; ანუ თეორიას + პრაქტიკა, რამაც შედეგად მაღალი კვალიფიკაცია უნდა მოიტანოს. პროფკავშირები აცხადებენ, რომ წელს პროგრამაში დარეგისტრირებული 2125  სამუშაოს მაძიებლიდან მხოლოდ მხოლოდ 1804 მა გაიარა  ბოლომდე თეორიული კურსი, ხოლო სტაჟირებაზე – მხოლოდ 47 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთა რიცხვი კურსის ბოლომდე  39-მდე შემცირდა; რაც მიუთითებს იმაზე, რომ თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის პრეცედენტიბენეფიციართა უმრავლესობისათვის, წელსაც არ შედგა.

პროფკავშირების კვლევა მოიცავდა ბენეფიციართა გამოკითხვასაც. თვისობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზისას აღმოჩნდა, რომ პროგრამის გამოკითხულ მონაწილეთა 65 % მიღებულ ცოდნას საკმარისად მიიჩნევს სამუშაოს დასაწყებად, თუმცა, მიუხედავად  ამისა,  მათი უმრავლესობა (64%) კვლავ დაუსაქმებელია და გამოკითხვამდე უკანაკსნელი 3 თვის მანძილზე კვლავ ეძებდა სამსახურს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 24,7%-მა  პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით მუშაობის დაწყება შეუძლებლად მიიჩნია.

გარდა ამისა, პროგრამის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად პროფკავშირებმა გამოიყენეს პროგრამაზე დახარჯული საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება დასაქმებულთა რაოდენობასთან. მიღებული შედეგი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, თუმცა ბევრად უარესი იმ სტანდარტთან მიმართებაში, რაც დახარჯული სახსრებისა და დასაქმებულ ბენეფიციართა რაოდენობის  თანაფარდობის საუკეთესო მაჩვენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

გამოკითხვის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები პროგრამის მონაწილე სხვა მხარეებთანაც:  შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე კომპეტენტურ წარმომადგენელთან;  პროფესიულ კოლეჯებთან, რომლებიც თანამშრომლობენ პროგრამასთან და ასევე იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც კვალფიკაციის ამაღლების კომპონენტში მონაწილეობდნენ.  საინტერესოა დამსაქმებელთა მოსაზრება, რომლის თანახმადაც სამუშაოს მაძიებელთათვის დაბრკოლებას წარმოდგენს საარსებო შემწეობის დაკარგვის შიში, როცა მოქალაქეები, მათ შორის შშმ პირები უარს ამბობენ დასაქმებაზე სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის საფრთხის გამო.

პროფკავშირების ანგარიშში წარმოდგენილია ის ცვლილებები და გაუმჯობესებანიც,  რაც პროგრამამ წინა წელთან შედარებით განიცადა:  პროფესიების დამატება მოხდა დამსაქმებელთა მოთხოვნის უფრო მეტად გათვალისწინებით, რაც საბოლოოდ, წინა წელთან შედარებით, ბენეფიციარების დასაქმების დონის უკეთეს მაჩვენებელში აისახა. ასევე, ამ პროცესში ხაზგასმულია დასაქმების ფორუმის დადებითი როლი, რომელიც მომზადება/გადამზადების კომპონენტის დასრულების შემდგომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩაატარა. თუმცა, საბოლოო ჯამში მიღებული შედეგებით, პროფკავშირები პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებისთვის უმუშევრობის პრობლემის კვლავ გადაუჭრელობაზე საუბრობენ.

რეკომენდაციები, რომლებსაც პროფკავშირების გაერთიანება აღნიშნულ პროგრამას უწესებს, მოიცავს ბენეფიციართა შერჩევის კომპონენტის ცვლილებას, მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ერთმანეთისაგან გამიჯვნას; პროგრამის საინფორმაციო კამპანიის უკეთ განვითარებას; პროფესიათა ჩამონათვალის შედგენას განსხვავებული კრიტერიუმების მიხედვით, რაც გაზრდის დასაქმების შანსს და ა.შ. აღნიშნულ თემაზე, მიმდინარე თვეში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში კონფერენციაც ჩატარდა.

ალექსანდრა აროშვილი