მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პეტრიაშვილი უზბეკეთში პროფკავშირებს და მთავრობას შეხვდა

17142283_10206033903086336_1052217575_o 17194056_10206033903646350_1068976839_o 17176218_10206033903286341_1493251003_o

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ITUC/PERC პრეზიდენტი სპეციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფებოდა. ევროპის და მსოფლიო პროფკავშირების მისია უზბეკეთში შრომის და დასაქმების კუთხით არსებული ვითარების გასაცნობად და ქვეყნის ხელისუფლებისა და პროფკავშირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მისაცემად ჩავიდა, რათა უზბეკეთს რომელიც მსოფლიო პროფკავშირების ასოცირებული წევრია, სტრუქტურაში ინტეგრაციის საშუალება მიეცეს.

უზბეკეთის წევრობის საკითხის გადახედვა და პერსპექტივის განსაზღვრა დეკემბერში მოხდება, იმის მიხედვით თუ როგორ გაართმევს ქვეყანა მისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას თავს.

მიუხედავად იმისა რომ უზბეკეთის ხელისუფლების მიერ მოხდა შსო-ს 87ე რეკომენდაციის  გათვალისიწინება  ,,ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ“,  ასევე  გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები ბავშვთა შრომის აკრძალვასთან დაკავშირებით ბამბის პლანტაციებში,  კვლავ ბევრია გასაკეთებელი რათა ქვეყნის პროფკავშირებმა დააკმაყოფილონ ის სტანდარტები რაც მსოფლიო პროფკავშირს აქვს დაწესებული.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ქვეყნის ვიცე პრემიერს, შრომის მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს, ამერიკისა და საფრანგეთის ელჩებს, ასევე უზბეკეთის პროფკავშირების თავმჯდომარეს,  გამგეობის და პრეზიდიუმის წევრებს, ასევე მსხვილი ბიზნეს კომპანიების მათ შორის MAN -ის და Chevrolet -ის წარმომადგენლებსა და პროფკავშირულ აქტივს.

ირაკლი პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს რომ უზბეკეთი შეძლებს საერთაშორისო პროფკავშირულ ოჯახში ინტეგრირებისთვის აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას, ციტატა:  ” საერთაშორისო ცივილიზებულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში, უზბეკეთის პროფკავშირების მოტივაციის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებ, რომ უზბეკეთის მხრიდან სათანადოდ იქნება გათვალისწინებული მიცემული რეკომენდაციები.  უზბეკეთისთვის ისევე როგორც მსოფლიო პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პირველი რიგის ამბიცია უნდა იყოს ჩვენი დების და ძმების ღირსეული დასაქმება”

მისიის შემადგენლობაში რომელმაც უზბეკეთში მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გამართა  პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად (ITUC/PERC ) იყვნენ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილე იაპ ვიენენი, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) აღმასრულებელი მდივანი ანტონ ლეპიკი და რუსეთის შრომის კონფედერაციის თავმჯდომარე ბორის კრავჩენკო.