მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წელს მეტალურგიის სფეროში მომუშავე უკვე ხუთი ადამიანია დაღუპული

შპს ,,რუსთავის ფოლადის“ მფლობელობაში არსებულ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი საწარმოო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით დასრულდა, 30 წლის ელექრო-მონტიორი ნუკრი ქიმაძე, რომელსაც მეუღლე და ერთი 4 წლის შვილი დარჩა, ღუმელის შეკეთებითი სამუშაოების შესრულების მომენტში ძაბვის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.

კომპანიის ადმინისტრაციის წინასწარი ვარაუდით მომხდარი ფაქტი პირადი გაუფრთხილებლობის შედეგი იყო.

პროფკავშირმა ფაქტის კვლევის კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მოთხოვნა უკვე დააფიქსირა.  გაირკვევა ადმინისტრაცია დათანხმდება თუ არა პროფკავშირის წარმომადგენლის ჩართვას უბედური შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვის კომისიის მუშაობაში.

“ყველა შემთხვევაში ეს არის რეაგირება მომხდარის შემდეგ. კომისია იმსჯელებს, გამოიძიებს და დაადგენს დამნაშავე პირებს, რის შემდეგაც მათ დაეკისრებათ გარკვეული სასჯელები, კომპენსაციები ან ჯარიმები, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები ან შემცირდეს ის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს საქართველოში. იმის გამო, რომ არ გვაქვს შრომის დაცვის ინსპექცია, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, მეტალურგიულ, ქიმიურ და სამთო მრეწველობის სფეროში უკვე მე-5 შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით“ – განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ.rustavi