მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მეშახტების პროტესტი ტყიბულში

მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გაფიცულები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების მომატებას. კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კომპანიის ადმინისტრაცია მაღაროებს ხელფასის 5%-ით მატებას ჰპირდება და პარალელურად შახტების ნაწილის დაკონსერვებით იმუქრება. გაფიცულები აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს ამბობენ და მოთხოვნების შესრულებამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. პროფკავშირები გაფიცულებთან ერთად 2011 წელს – ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ. 2011 წელს გაფორმებული
შეთანხმება განსაზღვრავს შპს „საქნახშირს” და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის ურთიერთგაგების საკითხებს. ასევე მისი მიზანი შპს-სა და შრომით კოლექტივს შორის წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების კონსტრუქციული მეთოდებით გადაწყვეტაა.
შეთანხმების მეათე პუნქტში წერია – „საწარმოს ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას გათვალისწინებული ექნება მოცემული მომენტისთვის არსებული ინფლაციის მაჩვენებელი და დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაციის სახით იქნება ასახული ბიუჯეტში.”
შეთანხმების დოკუმენტი ზოგად დებულებებს, შპს- სა და პროფკავშირების მხრიდან აღებული ვალდებულებების ჩამონათვალს მოიცავს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ 13 ვალდებულების შესრულებაზე აიღო პასუხისმგებლობა. ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაციასთან ერთად შპს ვალდებულებას იღებდა, რომ პროფკავშირებთან ერთად შეიმუშავებდა ახალი ტიპის შრომით კონტრაქტებს. ასევე, მიმდინარე წლის 10 მარტამდე ზეგანაკვეთურ და სადღესასწაულო დღეებში, შრომის ანაზღაურების განსხვავებულ სატარიფო სისტემის შემოიღებდა.
ხელშეკრულებას შპს „საქნახშირის” მხრიდან ხელს აწერს გენერალური დირექტორი ზ. სადუნიშვილი. პროფკავშირების მხრიდან – თამაზ დოლაბერიძე.
ირაკლი პეტრიაშვილი: “ხელშეკრულება ჩვენთანაა გაფორმებული, ჩვენ ვართ მომსწრე როგორ მიაწერა მას ხელი გენერალურმა დირექტორმა სადუნიშვილმა. მაშინ საზოგადოებას ემცნო როგორ დასრულდა აქცია და რა იყო მისი მიზეზი. ხელშეკრულების 11 პუნქტიდან მხოლოდ 4 ია შეუსრულებელი, დანარჩენი კომპანიამ შეასრულა. ახლა იმაზე საუბარი, რომ მემორანდუმს არა აქვს ძალა – თვალებში ნაცრის შეყრაა. მაშინ რატომ ასრულებდა დანარჩენ მოთხოვნებს თუ შეთანხმება ყალბი იყო?! იმ შეთანხმებით უნდა მოხდეს ინდექსაცია, რამაც ბოლო წლებში 14.2% შეადგინა. ჩვენ თანახმა ვართ მოიმატოს ხელფასმა 14.2%-ით. მართალია ეს არ არის 40% – რაც გაფიცულებს სურთ, მაგრამ ამაზე, ამ ეტაპზე შეთანხმება შიძლება.

ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში მივწერეთ ადმინისტრაციას, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა შეთანხმების ბოლომდე შეუსრულებლობას, თუმცა ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და მოვლენები ამ შედეგამდე მივიდა.
სამმხრივი კომისიის სხდომა სამწუხაროდ 2014 წლის შემდეგ არ გამართულა. სამწუხაროა, რომ პრემიერ მინისტრებს არ სცალიათ ხოლმე დასაქმებული ადამიანებისთვის და სცალიათ ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, მათ ასე უფრო ნათელი წარმოდგენა ექნებოდათ რა უნდათ უბრალო მოსახლეობას. ჩვენ სტაბილურობას ვემხრობით.
სამმხრივი კომისია უნდა მუშაობდეს და 2011 წლის შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული. ეს არის ამ ეტაპზე არსებული გამოსავალი სიტუაციიდან. ეს არ არის 40%-იანი ზრდა მაგრამ არის ვალდებულება და ინდექსაციის მაჩვენებელი, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს.”ტყიბული გაფიცვა