დღეს, 31 მაისს, რვა მავრიკიელი და საერთშორისო პროფკავშირის წარმომადგენელი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მავრიკის რესპუბლიკაში ფიფას საერთაშორისო კონგრესის გარეთ მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებისთვის. დემონსტრანტები ფიფას ყატარში 2022 წელს მსოფლიო თასის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებისათვის ხელახალი კენჩჭისყრისკენ.მოუწოდებდნენ
“ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით, მაგრამ დაგვაკავეს არაკანონიერად მხოლოდ იმიტომ, რომ რომ გვსურდა ხალხს სცოდნოდა სიმართლე ყატარში არსებულ აღმაშფოთებელ სიტუაციაზე მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით. პოლიციას დღევანდელი მოქმედება მავრიკიაში დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“ – განაცხადა ვაჭრობის პროფკავშირის ლიდერმა, ტულსირაჯ ბენედინმა, რომელიც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის აფრიკის რეგიონული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს.
მავრიკის კანომდებლობა 12-მდე ადამიანის მიერ ნებართვის გარეშე მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების ნებას იძლევა. მიუხედავად იმისა, ბევრს უნდოდა შეერთებოდა აღნიშნულ აქციას, სამი პროფკავშირულმა ორგანიზაციამ – MLC, MTUC და NTUC გადაწყვიტეს კანონის ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ და პოლიციის მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით ემოქმედათ. ამის მიუხედავად, პოლიციამ აქციის რვა მონაწილე დააკავა სწორედ მაშინ, როდესაც ფიფას კონგრესი საზეიმოდ გაიხსნა. პროფკავშირელებს ნებართვის გარეშე დემონსტრაციის ჩატარებისათვის წაუყენეს ბრალი.
“ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით ეს მხოლოდ ფიფას მოთხოვნა იყო თუ ყატარმაც გამოიყენა თავისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ მავრიკის თავისი დემოკრატიული ტრადიციისათვის ეღალატა. ფიფას უნდა რცხვენოდეს, რომ მას იყენებენ როგორც მექანიზმს კონგრესის მასპინძელ ქვეყანაში ყატარის რეპრესიული პოლიტიკის ექსპორტისათვის” – განაცხადა ITUC-ის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ. მან ასევე დასძინა: “ჩვენ მოვითხოვთ, რომ ხელისფლებამ გაანთავისუფლოს რვა დაკავებული და მათ წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოხსნას”.
საფეხბურთო სამყაროში კორუფციის თემა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია. ზემოტაღნიშნული დაკავება მავრიკის რესპუბლიკის საფეხბურთო კონგრესის ჩატარების წინ, ანუ მაშინ მოხდა, როდესაც თავად ამ ქვეყნის ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დინანატლალ პერსუნოოს ბრალი ედება თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობაში. პერსუნოო ბრალდებებს უარყოფს. კონგრესის დელეგატები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური გამჭვირვალობა, ფიფას თანამდებობის პირებისათვის ასაკობრივი ცენზის თემა და ყატარისათვის 2022 წლის მსოფლიო თასის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება.
კონგრესის გახსნამდე, ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა გახსნა ახალი საფეხბურთო მოედანი. ფიფას ხელშეწყობით აშენებულ საწვრთნელ ბაზაზე. მავრიკის ფეხბურთის ფედერაციამ მას სახელი შეუცვალა და “ზეპ ბლატერის სახელობის ფეხბურთის სახლი“ დაარქვა.
წყარო: http://www.ituc-csi.org/union-officials-arrested-at-fifa