კორეის რკინიგზელთა პროფკავშირის KRWU დევნა გაძლიერდა. 100-ზე მეტ პროფკავშირის ლიდერზე გასცეს დაკავების ორდერები, ორი ადმაინი უკვე დააპატიმრეს.
რკინიგზელთა პროფკავშირის ოფისების დარბევის შემდეგ, პოლიცია ასევე შევარდა კორეის პროფკავშირების გაერთიანების – KCTU ოფისშიც, ვინაიდან იგი მხარს უჭერდა და უჭერს თავის წევრ ორგანიზაციას. უფრო მეტიც, გაერთიანების ოფისთან ათასობით პოლიციელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ზღვარგადასული აგრესია გამოავლინა (იხილეთ ფოტო). პოლიციამ ცრემლსადენი აირიც კი გამოიყენა.
ყველაზე მეტად შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ კორეის მთავრობამ და რკინიგზის მენეჯმენტმა შტრეიკბრეხერების (დასაქმებულთა ჩამანაცვლებლების) გამოყენება დაიწყეს, რამაც იმდენად გააუარესა რკინიგზაზე მოძრაობის და გადაზიდვის უსაფრთხოება, რომ შედეგად ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა ამის გამო. ახლა უკვე ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფკავშირთან ITF ერთად საერთაშორისო საპროტესტო მოქმედებებში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციაც ITUC ჩაერთო, რადგან მისი წევრი კორეის პროფკავშირების გაერთიანებაც განიცდის დევნას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია-ILO ჩაერთო აღნიშნული საქმის გამოკვლევაში. იგი მოუწოდებს კორეის მთავრობას, რომ შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები და პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომით სტანდარტებს და მშრომელთა პროფკავშირულ უფლებებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოვხატოთ სოლიდარობა კორეელი რკინიგზელების მიმართ და ჩვენს ვებ–გვერდზე უკვე განთავსებული ქვემოთ მითითებული ბმულების მეშვეობით დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა კორეელი დასაქმებულების მიმართ!
თუ ჯერ არ გაგიგზავნიათ მხარდაჭერის წერილი, შედით ამ მისამართზე და თანადგომა გამოხატეთ კორეელი რკინიგზელების მიმართ: http://bit.ly/1c8Uao8
ასევე კარგი იქნება, თუ “ფეისბუკზე“ გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს და ზოგადად რაც შეიძლება მეტ ადამიანს ამ ბმულს: http://bit.ly/1c8Uao8
ასევე შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოხატოთ “ტვიტერის“ მეშვეობით: Hands off the Korean railway strikers!http://bit.ly/1c8Uao8 @labourstart
ამ ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ თქვენი ელექტრონიული ფოსტის მეშვეობით.
“ლაბორ–სტარტი“ წუთი წუთზე ანახლებს ინფორმაციას ამ გაფიცვისა და სხვა პროფკავშირული ამბების შესახებ. მიადევნეთ თვალი კორეაში მიმდინარე მოვლენებს ამ ბმულზე: http://www.labourstart.org
ასევე შექმნილია ზემოთაღნიშნული საგაფიცვო მოძრაობის სპეციალური “ფეისბუქ–გვერდი”: https://www.facebook.com/pages/Support-railway-workers-right-to-strike-in-Korea/623128284413850