მიმდინარეობს საიტის განახლება

კორეა – შობა დღე პროფკავშირული ფრონტის ხაზზე!

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია და საერთაშორისო ტრანსპორტის მუშათა პროფკავშირი უაღრესად შეშფოთებულია სამხრეთ კორეაში მიმდინარე ადამიანთა და პროფკავშირების უფლებების დარღვევების გამო. როგორც იცით, ცრემლსადენი გაზით  შეიარაღებული სამხრეთ კორეის პოლიცია თავს დაესხა კორეის პროფკავშირების სათავო ოფისს და 100–ზე მეტი გაფიცული რკინიგზელი დააკავა.

ტრანსპორტის სფერო არის ერთ–ერთი იმ სფეროთაგანი, სადაც მუშათა უფლებები აშკარად თავდასხმის ობიექტია.  მართლაც, მუშების ფუნდამენტური უფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დარღვეული  ან იგნორირებულია.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას არაერთხელ მიუთითებია არსებული კანონების ნაკლოვანებებზე და მოუწოდებია სახელმწიფოსათვის პატივი სცეს თავისუფალი ასოციაციის უფლებას და ეს პრაქტიკაშიც განახორციელოს მაგრამ, დღეს, ეს ორი საერთაშორისო ორგანიზაცია მეტად შეშფოთებულია კორეის რკინიგზაში არსებული სიტუაციით.

საერთაშორისო ტრანსპორტის მუშების ფედერაციის (ITF) დელეგაცია სულ ახლახანს დაბრუნდა კორეიდან სადაც მათ გამოუცხადეს თანადგომა წევრი ორგანიზაციის “კორეის რკინიგზის მუშათა პროფკავშირების“ გაფიცვას “კორაილ“ კომპანიის წინააღმდეგ. დელეგაციამ აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა რკინიგზელებს და მათ უფლებას გაიფიცონ არაპოპულარული სახელმწიფოებრივი რესტუქტურიზაციის წინადადებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ამავე დროს, დელეგაციამ განაცხადა, რომ პროფკავშირის ლიდერების დაპატიმრება გაფიცვის გამო იქნებოდა საერთაშორისო შრომითი სტანდარტების მძიმე დარღვევა. დელეგაციამ ასევე დაადგინა, რომ მთავრობა და  კომპანიის ხელმძღვანელობა ამწვავებდა საწარმოო კონფლიქტს იყენებდა რა შტრეიხბრეკერებს (შემცვლელ მუშებს) და ამით იმ დონემდე ძირს უთხრიდა  უსაფრთხოების სტანდარტებს, რომ ერთი მგზავრი უკვე დაიღუპა ტრაგიკულად. ამის შემდეგ, კორეის პროფკავშირების ოფისზე განხორციელდა თავდასხმები, გამოიცა დაკავების ბრძანება 28 პროფკავშირის აქტივისტზე „ბიზნესის გამიზნული შეფერხების“ საფუძველზე და და პროფკავშირის 2 წევრი უკვე დაკავებულია. „კორეილ“–მა საჩივარი შეიტანა 7.7 მილიარდი სამხრეთ კორეული ვონის ოდენობის თანხაზე ზარალის გამო  სამხრეთ კორეის პროფკავშირის და მათი 186 ლიდერის წინააღმდეგ. ეს ქმედებები მეტად შემაშფოთებელია და პირდაპირ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ  შრომის სტანდარტებს.

შოკისმომგვრელი ქმედებები განვითარდა, როდესაც კორეის რკინიგზელთა პროფკავშირების ნაციონალურ ცენტრში, კორეის პროფკავშირების კონფედერაციაში, ასობით პოლიციელი შეიჭრა და გადამეტებული აგრესიით მოქმედებდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი  და ასობით ადამიანმა დაზიანებები მიიღო. პროფკავშირის ექვსი ლიდერი დააკავეს. ვითარების ამგვარი განვითარება მეტად შემაშფოთებელია და ის არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ შრომის სტანდარტებს, არამედ ამავდროულად არღვევს მოქალაქეთა უფლებებს.

სამხრეთ კორეის მთავრობა და მისი ანტი-პროფკავშირული მოქმედებები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათი ქმედებები ეწინააღმდეგება მათ მიერვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ აღებულ ვალდებულებებს , ისევე როგორც ევროკავშირსა და ამერიკასთან დადებული სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომით სტანდარტებს.  ამავე დროს,  სამხრეთ კორეის ხელისუფლება არღვევს  ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში (OECD)  შესვლის დროს აღებულ ვალდებულებას პატივი სცეს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს. საერთაშორისო ტრანსპორტის პროფკავშირები (ITF) , პროფკავშირების საერთაშორისო  კომნფედერაცია ( ITUC ) და მათი წევრი ორგანიზაციები სთხოვენ კორეის ხელისუფლებას და კომპანია “კორაილ“-ს შეაჩერონ ანტი–პროფკავშირული მოქმედებები, უკან გაითხოვონ პროფკავშირების ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები და დაიწყონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკების წარმოება რესტრუქტურიზაციის თაობაზე “კორეის რკინიგზის მუშათა პროფკავშირებთან“ ( KRWU).

ორივე საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი წევრი ორგანიზაციები მზად არიან გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა თავიანთ პარტნიორებთან საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობაში და მის ფარგლებს გარეთ, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს სამხრეთ კორეის მშრომელებისათვის.

თუ ამ ბმულზე:   უკვე გააგზავნეთ კორეელი რკინიგზელების მხარდამჭერი წერილი, გთხოვთ რომ შეეცადოთ დაითანხმოთ კიდევ ერთი ადამიანი ვისაც ეს წერილი არ გაუგზავნია. თუ ყველა თქვენგანმა თითო ადამიანი მოიზიდა, ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი ონლაინ–კამპანია.

გასაკვირია რომ მსოფლიო მასმედია მთლიან იგნორირებას უკეთებს ამ მნიშვნელოვან ბრძოლას. გამოცემა ლეიბორსტარტს აქვს უამრავი ბმული კორეის ამბებზე, მაგრამ მსოფლიოში ამ ამბებს ხშირად კორეის მედიისგან დამახინჯებულად იგებენ.  თუ შეხვალთ BBC, CNN, AND SKY NEWS–ის საიტებზე, ერთ სიტყვასაც კი არ იხილავთ ამ გაფიცვაზე და რეპრესიაზე. გადადით ბმულებზე და გააგზავნეთ თქვენი მოთხოვნა, რომ გაშუქდეს კორეის გაფიცვა.

მხიარულ სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ!
სტატიების ბმულები კორეის გაფიცვაზე:
——
[1] http://us2.campaign-archive1.com/?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=c50a957b50&e=92d198ed67
[2] http://labourstart.us2.list-manage2.com/track/click?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=ae94eeb87a&e=92d198ed67
[3] http://labourstart.us2.list-manage.com/track/click?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=4c3a357879&e=92d198ed67
[4] http://labourstart.us2.list-manage.com/track/click?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=0fca9ebbbd&e=92d198ed67
[5] http://labourstart.us2.list-manage.com/track/click?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=70a49ca3ff&e=92d198ed67
[6] http://labourstart.us2.list-manage1.com/track/click?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=ac6f12fca7&e=92d198ed67
[7] http://labourstart.us2.list-manage1.com/vcard?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=4b819aa5c5
[8] koreau=f3995b46c18cb039818f29a32&id=4b819aa5c5&e=92d198ed67&c=c50a957b50
[9] http://labourstart.us2.list-manage2.com/profile?u=f3995b46c18cb039818f29a32&id=4b819aa5c5&e=92d198ed67