მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი: “სეგოლის რანგის მქონე ადამიანები უბრალოდ არ მიემგზავრებიან საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში“

ევროპის პროფკავშირები საქართველოს შრომისკანონმდებლობის სრულყოფისკენ მოუწოდებს

საქართველოს ევროპისპ როფკავშირების კონფედერაციისგ ენერალური მდივანი,ბერნადეტ სეგოლი სტუმრობდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბერნადეტ სეგოლი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, საქართველოს პროფკაშირების და სამხრეთკავკასიის ქვეყნების პროფკაშირების ლიდერებს შეხვდა. სეგოლს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მასპინძლობდა, რომელიც ევროპის პროფკავშირების პარტნიორია.

ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსთვის ისეთ ირეკომენდაციების მიცემას, რაც დააჩქარებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებას როგორც სოციალური, ასევე შრომის კანონმდებლობის თვალსაზრისით.

ბერნადეტ სეგოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში შრომისა და დასაქმების სფეროში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. მხარებმა ასევე ისაუბრეს შრომითი ბაზრის დახვეწის პერსპექტივებზე. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა გამოთქვა სურვილი უანგაროდ დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის საბჭოსთან და კომისიასთან, ისევე როგორც ევროპარლამენტთან და აქვს საკონსულტაციო სტატუსი ევროკავშირის მართვის უმაღლესო რგანოებში. ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმსხვილეს პროფკავშირებს და შესაბამისად წარმოადგენს ევროკავშირში დასაქმებული 60 მილიონი მშრომელის ინტერესებს. ბერდანტ სეგოლი ასევე ხელმძღვანელობს პროფკავშირების პან-ევროპულ რეგიონულ საბჭოსაც, რომლის წევრი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაცაა, ხოლო ირაკლი პეტრიაშვილი ამ ორგანიზაციის გენერალური საბჭოს წევრია.

ბერნადეტ სეგოლი, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი: “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასა და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციას შორის დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა არსებობს. საქართველოს პროფკავშირები თავისუფალიორგანიზაციაა, რომელიც იბრძვის მშრომელთა უფლებების დასაცავად. მათი შრომა ძალიან დასაფასებელი და აღმაფრთოვანებელია.

ცოტა ხნის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რითაც იკისრა ვალდებულება, რომ მიხდეს მისი კანონმდებლობის, მათ შორის შრომის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს შრომითი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც რჩება გარკვეული პრობლემები და მათ შორის არის შრომის ინსპეციის საკითხი. შეიძლება ქვეყანაში მოქმედებდეს ძალიან კარგი შრომის კოდექსი, მაგრამ თუ არ მოხდა მისი აღსრულება და არ არსებობს ორგანო, რომელიც იქნება ვალდებული შეამოწმოს, რამდენად სრულდება ეს კანონი, მაშინ დადგენილ წესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი, მყარი შრომის ინსპექციის არსებობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქალთა უფლებები, დეკრეტული შვებულების დროს. ხშირა დრთულია ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალებისთვის სამსახურის შენარჩუნებ ან ახალი სამსახურის პოვნა“.

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი: “ბერნადეტ სეგოლის გამოცდილების და რანგის მქონე ადამიანები ასე უბრალოდ არ მიემგზავრებიან საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი სტუმრობენ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ხედავენ პერსპექტივას, რომ ქვეყანას, პროფკავშირებსაც და ზოგადად დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, არის შანსი, რომ საქართველოში გამოსწორდეს ვითარება მშრომელთა და მათი პროფკავშირული უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ჩვენ გვსურს ქვეყანაში გვქონდეს არა დეკლარირებული ევროკავშირი, არამედ ის სტანდარტები და ნორმები, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ. საქართველოს პროფკავშირებს მსოფლიო და ევროპულ პროფკავშირულ მოძრაობაში საპატიო ადგილიაქვს. სხვადასხვა ჯილდო და აღიარება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული იმის დასტურია, რომ ჩვენ გავუძელით ძალიან მძიმე რეჟიმს და ბოლომდე ვიბრძოდით მშრომელთა უფლებებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა, რადგან დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შრომის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაც  განხორციელდება და რეალური ცვლილებების გატარებაც გახდება შესაძლებელი. ევროპელები ამას მოთმინებით ელოდებიან, მაგრამ ლოდინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. სწორედ ამ საკითხების განხილვა, შეხსენება იყო ბერნადეტ სეგოლის ვიზიტის მთავარი მიზანი და მან ჩვენს ქვეყანას ამ ცვლილებების განხორციელებაში უანგარო დახმარება შესთავაზა~.

ემა ტუხიაშვილი

სტატია გამოქვეყნდა გაზეთ “კვირის პალიტრაში“. 2014 წლის 3 ნოემბერს.  palitrasegoli