მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმის ეროვნული პლატფორმის დიალოგის კოორდინატორად აირჩიეს

11 თებერვალს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის  მე-6 საერთო კრება.

ღონისძიებაში საქართველოს პროფკავშირების გაეერთიანებას წარმოადგენდნენ: ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის უფროსი, რაისა ლიპარტელიანი.

კრებას ესწრებოდნენ დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ბორის იაროშევიჩი – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, გიგი გიგიაძე-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

კრებაზე შევიდა ცვლილებები პლატფორმის წესდებაში და არჩეული იქნან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი არჩეული იქნა მე-5 სამუშაო ჯგუფის- სოციალური დიალოგის კოორდინატორად. მნიშვნელობანია, რომ გაერთიანება ასევე წარმოდგენილი იქნება ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ქართულ- ევროპულ  პლატფორმაში.plat