მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის პრეზიდენტს და მთავრობის კანცლერს შეხვდა

irakliსაქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა. ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის პრეზიდენტს ჰაინს ფიშერს და მთავრობის კანცლერს ვერნერ ფეიმანს შეხვდა. შეხვედრა ჰაინს ფიშერთან პრეზიდენტის სასახლეში შედგა. საქართველოს პროფკავშირების ლიდერმა ავსტრიის პირველ პირებს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, ავსტრიის ლიდერმა თავის მხრივ ქვეყნის განვითარების საქმეში პროფკავშირების როლი აღნიშნა.

ირაკლი პეტრიაშვილი ვენაში, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურ მდივანს ბერნადეტე სეგოლსაც შეხვდა. სეგოლმა გამოთქვა სურვილი შემოდგომაზე საქართველოს ეწვიოს. მისი განცხადებით ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ეს დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განვითარდეს.