ბოლო პერიოდში სხვადასხვა სააგენტოები საქართველოში ინკლუზიური განათლების სტრატეგიის განვითარების კოორდინირებისთვის მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებენ. მოხდა ზოგიერთი შენობის ადაპტაცია, მაგალითად, მობილურობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა პანდუსები რამოდენიმე საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯში. მიუხედავად ამისა, ევროპის განათლების ფონდი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მაინც ცალსახად მიგვანიშნებს.
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2009 – 2012) მიზნად ისახავდა გაეზარდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა სოციალური ჯგუფისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროფესიული განათლების სტრატეგია სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის (2012 – 2015), სამუშაო ფორმატში, ითვალისწინებს პროფესიულ კოლეჯებში ადამიანური რესურსების გაძლიერებას და ფიზიკური გარემოს უკეთ ადაპტაციას.
გასული სამი წლის მანძილზე საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯებში განვითარდა მობილურობის ხელშეწყობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროფესიული განათლების (I და III საფეხურები) დაფინანსების პოლიტიკა კი ითვალისწინებდა კანდიდატების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მონაწილეობის დონე პროფესიულ განათლებაში კვლავ დაბალია.
დაინტერესებული მხარეები, მასწავლებლები და ექსპერტები, იზიარებენ ინკლუზიური განათლების ცნებას; ყველა საზოგადოებრივმა პროფესიულმა კოლეჯმა მოამზადა მასწავლებლები ინკლუზიური განათლების პრინციპებში. თუმცა, ციფრები აჩვენებს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტების მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე დაბალია: 2011 წელს მხოლო 22 სტუდენტი დარეგისტრირდა 9 საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯში.
აღნიშნულ ტრენინგზე მოხდა ინკლუზიური განათლების განხორციელებისთვის პოლიტიკიდან პრაქტიკაზე გადასვლის საჭიროების განხილვა პრაქტიკული და რეალისტური წინადადებების შეთავაზებით. ტრენინგზე საწყის წერტილად აღებული იქნება პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების სტრატეგია და მოხდა იმ შემდგომი ნაბიჯების შეფასება, რომლებიც საშუალებას მისცემს დაწესებულებებს და მასწავლებლებს ხელი შეუწყონ სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებს და გამოავლინონ და მიზნობრივად შეარჩიონ პოტენციური სტუდენტები.
ზოგადად სასწავლო ღონისძიება ეფუძნება კარგი პრაქტიკის პრინციპს და მისი მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის პრაქტიკული, რეალისტური მეთოდების მიწოდება, რომ მათ დაგეგმონ და განახორციელონ ინკლუზიური განათლება. სასწავლო ღონისძიებამ შეკრიბა შესაბამისი დაინტერესებული პირები აღნიშნული საკითხების განსახილველად, ასევე მოეწყო ფორუმი ინკლუზიური განათლების საუკეთესო პრაქტიკის განსახილველად, რამაც მისცა წევრებს შესაძლებლობა მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის თანამშრომლობისა და ერთმანეთთან კონსულტირების გზების გამოვლენისა.
ეს სასწავლო ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერ არის ოპრგანიზებული და დაფინანსებული – გათვალისწინებული იყო შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისთვის, სოციალური პარტნიორებისთვის და დამსაქმებლების წარმომადგენლებისთვის; ასევე, იმ პროფესიული კოლეჯების დირექტორებისთვის, ვინც გეგმავს ინკლუზიური სწავლების დანერგვასდა საზოგადოების და კერძო პროფესიული განათლების განმახორციელებელი დაწესებულების კონკრეტულად შერჩეული წევრებისთვის.