მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თბილისი – უმუშევრობის დედაქალაქი

პოსტსაბჭოთა ქალაქებს შორის თბილისი უმუშევრობის დონით ლიდერ პოზიციაზეა. რუსული Forbes–ის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში უმუშევრობა 29%–ს აღწევს, რაც რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველი პოსტსაბჭოთა ქალაქების რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობისთვის: მოსკოვში უმუშევართა წილი 2%–ია, ხოლო ბაქოში 2%–ზე ნაკლები.

ეკონომისტები ამ ფაქტს „სამწუხარო რეალობას“ უწოდებს და თვითდასაქმებულთა რაოდენობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხსნიან.

საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი 62%–ია მაშინ როცა, ევროპის ქვეყნებში ეს წილი 15%–ია, ხოლო ამერიკაში 7%. თბილისში რეალურად უფრო დაბალია უმუშევრობის დონე, ვიდრე რეგიონებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევართა 29% თბილისში 2012 წლისთვის ფიქსირდება. 2013 წლის მონაცემებს საქსტატი 27 მაისს გამოაქვეყნებს.

ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების და დედაქალაქში დასაქმების კუთხით რეალურ ცვლილებებს ორ წელიწადში ელოდება.

„ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს უმუშევრობა, რომლის აღმოფხვრა დღეს მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა. ამ მიზნით ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება – სოფლის მეურნეობის განვითარება, სამეწარმეო პროექტების განხორციელება, შეღავათიანი სესხებით სარგებლობაში მხარდაჭერა“, – აცხადებენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში.umush