მიმდინარეობს საიტის განახლება

თბილისის საკრებულოში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიასა  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

დოკუმენტის თანახმად მხრეები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ შრომითი ურთიერთობების სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვას, შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესრულებას და სოციალური დიალოგის კულტურის დამკვიდრებას.  პროფკავშირები და საკრებულო დაეხმარება ერთმანეთს ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით. ასევე განსაკუთრებით შეუწყობენ ხელს ქვეყნის მიერ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ეხება ადამიანის შრომით უფლებების ეფექტურ იმპლემენტაციას. შეთანხმების თანახმად საკრებულო და პროფესიული კავშირების გაერთიანება თბილისის ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებში დარღვევების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად გაცვლიან და მაქსიმალურ ზომებს მიიღებენ რათა თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები, ასევე ხელი შეუწყონ უკვე დაზარალებული პირების უფლებათა დაცვას. ერთობლივად შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები შრომის კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მათ შორის: ქალთა შრომითი უფლებების, ახალგაზრდების დასაქმების, შრომის უსაფრთხოების და სხვადასხვა მიმართულებებით. 11695869_10153160728808073_5438100581884824453_n10300630_10153158812733073_3775099022471170040_n 11226190_10153158812783073_8436253634644915185_n 11403105_10153158812793073_758300188719187468_n 11709841_10153158812968073_4880245579831393628_n