საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია რომელიც მსოფლიოში აერთიანებს 176 მილიონ დასაქმებულს – გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სამხრეთ აფრიკელ ხალხს ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მამაცი ლიდერი იყო.
ნელსონ მანდელა იყო ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლე ერთგულად იბრძოდა სამხრეთ აფრიკაში დიქტატურის დასრულებისათვის, რამაც საბოლოოდ აფრიკელ ხალხს დემოკრატია და სამართლიანობა მოუტანა. ის იყო შთაგონების წყარო მთელი მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანისათვის და ის მომავალშიც იქნება მაგალითი მომავალი თაობებისათვის. მისმა შეუპოვრობამ შეძლო ის, რომ სამხრეთ აფრიკაში აიკრძალა დისკრიმინაცია და ექსპლოატაცია როგორც ოჯახებში, ასევე მის გარეთაც. ის მუძღვებოდა მის ქვეყანას, რომ განთავისუფლებულიყვნენ აპარტეიდისგან და დაეწყოთ ცხოვრება.
ნელსონ მანდელა კაცობრიობის ისტორიაში დგას როგორც როდოსის კოლოსი. საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მასთან ერთად გამოიარეს რთული და ტრიუმფალური პოლიტიკური ბრძოლა.