ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფკავშირულ მოძრაობას მშრომელთა მატერიალური, სოციალური და შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გაწეული საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ისტორიაში ბევრი საყურადღებო მაგალითია მათთვის ვინც ცდილობს გააუმჯობესოს მშრომელთა ეკონომიკური მდგომარეობა. სხვა კონტინენტების პროფკავშირული მოძრაობებისგანგანსხვავებით აშშ-ს პროფკავშირების ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია უაღრესად ფართო იდეოლოგიური პლატფორმა, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და სამოქმედო ტაქტიკას შორის ხშირად დიამეტრალურად და კარდინალურადაც კი განსხვავება.
ამერიკული პროფკავშირებისთვის წარსულშიც და აწმყოშიც, ნებისმიერ სხვა საკითხთან შედარებით წამყვანი ხაზი იყო და არის დამსაქმებლებთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებების პრიორიტეტულობა. ამერიკულ პროფკავშირებს უწევთ გაითვალისწინონ ის უცილობელი ფაქტორი რომ აშშ-ს ფედრალური კანონმდებლობის შესაბამისად პროფკავშირებისთვის გაფიცვის უფლება დაცულია ორ განსაკუთრებულ ვითარებაში: ა) დამსაქმებელთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებებისა, როგორც დასაქმებულთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ბ) დამსქმებლის მიერ ფედრალური კანონის დარღვევისას, როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. აშშ-ში პროფკავშირებმა ასევე უცილობლად უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თუ მესაკუთრე შეძლებს და დაასაბუთებს რომ მისი საწარმოს სხვა შტატში გადატანით არ გაიზრდება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები, მას შეუძლია ცალმხრივადაც შეწყვიტოს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება. ანალოგიურად შეიძლება მოხდეს საწარმოს ბანკროტად გამოცხადების შემთხვევაში. ამერიკის შრომის ბაზრის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ბევრ დარგში მოქმედი „ორ იარუსიანი“ სახელფასო სისტემა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე შრომა განსხვავებულად ნაზღაურდება, ახლად დაქირავებული კადრის მუშაკთან შედარებით ნაკლებ ხელფასს იღებს.
შრომის ამერიკული ფედერაციის-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის შრომის ევოლუციის კომიტეტმა არა ერთხელ აღნიშნა რომ დამსაქმებელთა მხოლოდ 5% არ მიმართავს საკუთარ საწარმოში პროფკავშირული საქმიანობის შემაფერხებელ ზომებს და მხოლოდ 25% არ სარგებლობს ანტიპროფკავშირული საკონსულტაციო ფირმების მომსახურებით, რომელთა კონსულტაციებშიც კაპიტალისტები ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს იხდიან. ასეთ ვითარებაში ამერიკულ პროფკავშირებს არსებობისა და განვითარებისთვის ესაჭიროებათ მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა და კიდევ უფრო მოქნილი ტაქტიკა, რაც შეიძლება ფართო იდეოლოგიური პლატფორმა. ამერიკული პროფკავშირები იმ დასაქმებულებს ვისაც კანონიარ აძლევს საშუალებას გახდეს პროფკავშირის წევრი, სთავაზობს ასოცირებულ ურთიერთობებს სიმბოლური თანხის ფასად, რის შედეგადაც პროფკავშირებთან ასოცირებულ წევრს შეუძლია მიიღოს დოტაცია სოციალურ დაზღვევაზე და საკრედიტო ბარათი. ასე პროფკავშირები ამყარებენ ახალ კონტაქტებს ახალ დასაქმებულებთან. ამ კონტაქტების დამყარებით პროფკავშირთან ასოცირებული დასაქმებულინათლად ხედავს რომ შრომის პირობებზე პერმანენტული და კვალიფიციური მონიტორინგი, დასქმებულის მატერიალურ მდგომარეობაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე კომპეტენტური ზრუნვა ერთი დასაქმებულის შესაძლებლობებს აღემატება, რომ ეს პროფკავშირის საქმეა.
ამერიკული პროფკავშირების ერთ-ერთი საინტერესო ინციატივა იყო „თანამმართველობისა და თანამფლობელობის კონცეფცია“. პირველად ამ ინიციატივამ რეალური განხორციელება ჰპოვა მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში ამერიკულ საავიაციო კომპანია „ისთერნ ეარლაინს“- ში. ამ კომპანიაში მოქმედმა პროფკავშირმა დამსაქმებელს თანხმობა განუცხადა კონკრეტული ვადით დასაქმებულთა ხელფასი გაყინვაზე და კომპანიის მენეჯმენტისთვის მისაღებ შრომის ორგანიზაციაზე, რის სანაცვლოდაც კომპანიამ პროფკავშირს გადასცა „ისთერნ ეარლაინს“- ის აქციების 25% და პროფკავშირის მიერ არჩეული წარმომადგენლები ჩართო კომპანიის მართვის ორგანოში. შედეგად პროფკავშირმა მიიღო წვდომა კომპანიის ყველა ფინანსურ დოკუმენტზე, კაპიტალ დაბანდებების გეგმებზე და თითქმის ვეტოს უფლებაც კი.
ამ ცვლილებების შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ პროფკავშირმა უკვე თავად მენეჯმენტის შემწეობით ეტაპობრივად გარდაქმნა დასაქმებულთა შრომის ორგანიზაცია, გაზარდა შრომის ნაყოფიერება და კომპანიის შემოსავლები იმ დონეზე, რომ ამერიკის საავიაციო სფეროში „ისთერნ ეარლაინს“- მა წამყვანი პოზიციები დაიკავა. ამერკული პროფკავშირების მიერ მოფიქრებულმა „თანამმართველობის და თამფლობელობის“ კონცეფციამ კომპანიას რეალურად მოუტანა დიდი ფინანსური წარმატება, ხოლო დასაქმებულებს მისცა მაღალი ხელფასები და სამუშაო ადგილის გარანტირებულად შენარჩუნების საფუძველი. ამ კონცეფციის ხორცშესხმამ საზოგადოებაში გაზარდა პროფკავშირის ავტორიტეტი და ნათლად გამოაჩინა, რომ დასაქმებულებმა კარგათ იციან არა მხოლოსდ საკუთარი პროფესია, არამედ თავად საავიაციო სფეროც და რომ ფინანსურ საკითხებში ისინი ბუღალტრებს არც არაფერში ჩამორჩებიან.
ამერიკული პროფკავშირულ ”თანამმართველობისა და თანამფლობელობის“ კონცეფციას კრიტიკის ”ცეცხლი“ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგიდან გაუხსნეს. ნეოკონსერვატორები და ნეოლიბერალები ამ ინიციატივაში კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის ხელშეუხებელი დოგმის დარღვევას ხედავდნენ. ისინი პროფკავშირებს ედავებოდნენ, რომ მათ დაარღვიეს პროფკავშირისთვის ტრადიციული მოვალეობა-სამუშაო ძალასა და კაპიტალს შორის შუამავლის როლი.მარცხენა ფლანგიდან პროფკავშირებს წაუყენეს კოლაბორაციიზმისა და მუშათა კლასის წვრილ ბურჟუებად ქცევის ბრალდება. მუშებისთვის კომპანიის აქვიების 25%-ის გადაცემა ,მათი მოგებაში წილის გაჩენა და მმართველობაში თანამონაწილეობა განხილულ იქნა, როგორც შრომის პატაგონური ინტენსიფიკაციისთვის ხელის შეწყობა და უარი კაპიტალისტებთან კლასობრივ ბრძოლაზე.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამერიული პროფკავშირების ინიციატივამ ”თანამმართველობასა და თანამფლობელობაზე“ რეალურად გაზარდა დასაქმებულთა მატერიალური კეთილდღეობა და შეუნარჩუნა მათ სამუშაო ადგილი, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა დასაქმებულთა მხრიდან იზოლირებული სოციალური პროტესტის ან მხოლოდ დამსაქმებელთან კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებების შედეგად. პროფკავშირების ამ კონცეფციამ არ გამოიწვია სამუშაო ბაზარზე დემპინგური სამუშაო ძალის გამოსვლა, წამატებამშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში იყო საუკეთესო PR-ი, ის გახდა ყველაზე არაორგანიზებულთა ორგანიზაციისათვის დიდი სტიმული. ამ ინიციატივით საზოგადოებაში პროფკავშირზე სოციალური მოთხოვნა გაიზარდა, მასთან თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული გახდა, ხოლო დამსაქმებლებმა პროფკავშირში დაინახეს არამხოლოდ სოციალური პროტესტის გამომხატველი, არამედ მაღალნაყოფიერი შრომის ორგანიზატორიც.
საქართველოს რეალობაში მშრომელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ გავლილ იქნა ის გზა და დაგროვდეს ის სოციალური კაპიტალი, რომელიც შესაძლებელს გახდის „თანამმართველობისა და თანამფლობელობის“ პროფკავშირული კონცეფციის პრაქტიკული რეალიზაციის დღის წესრიგში დასმას. ამერიკული პროფკავშირების ეს გამოცდილება ბევრის მეტყველია, კარგი გაკვეთილია და მისი შემოქმედებითად გადამუშავება ქართულსოციალურ რეალობაში თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს მშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს და ზოგადად ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება.