მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დღეიდან თბილისში ავსტრიულ-ქართული პროფკავშირული სკოლა იწყებს ფუნქციონირაბას

dsc_6566 dsc_6569 dsc_6576

 

 

. ორწლიანი პროგრამის ფარგლებში 40 მონაწილე გადამზადებას 53 საკითხში გაივლის.

 

პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტუმრო ამბასადორში შედგა. შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზნებსა და არსსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმდჯომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, ებერტის ფონდის კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა იულია ბლესიუსმა და ავსტრიის პროფკავშირების კონფედერაციის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზეპ ვალ-შთრასემ.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ავსტრიის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობით ხორციელდება, ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ADA)-ს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ავსტრიულ ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში პროფკავშირების გაძლიერებისა და დახმარების, რაც თავის თავში მოიცავს დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ცხოვრების და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და ამ შრომითი კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრას.

 

პროგრამის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობის, საპენსიო,  საარსებო და სახელფასო მინიმუმის განსაზღვრის, ევროკავშირის დასაქმების და შრომის კანონდებლობის შესახებ, ასევე საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების თაობაზე. სასწავლო პროგრამის მონაწილეებს ლექციებს ჩაუტარებენ სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი ტრენერები.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და საქართველოში ამერიკის სოლიდარობის ცენტრის წარმოადგენლებმა. ასევე ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.