პროფკავშირების ქალთა კომიტეტმა დედის დღე ახალბედა დედებს მიულოცა. სპეციალური აქცია მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე გახსნილ ახალ მრავალპროფილიან საავადმყოფო PINEO Luxury -ში გაიმართა. სამშობიაროს წინ კი გაკეთდა განცხადება პრესისთვის საქართველოში ქალთა შრომით და დედობის უფლებებთან დაკავშირებით. პროფკავშირები”დედობის დაცვის შესახებ” შსო-ს 183-ე კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვენ.