ITUC-ის გენერალური მდივნის, შანარ ბაროუს წერილი 7 ოქტომბერთან დაკავშირებით
მსოფლიო არასტაბილურობის გზაზეა. უამრავი მუშა შრომობს დაუცველობის შეგრძნების პირობებში. მუშების უმრავლესობას გამოცდილი აქვთ უმუშევრობა ან შრომითი საათების შემცირება. 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში.
პროფკავშირის შექმნა/გაერთიანების და კოლექტიურ ხელშეკრულებების დადების ფუნდამენტური უფლებები ბევრ ქვეყანაში საფრთხის წინაშე დგას, ხოლო ზოგან პირდაპირ შეტევას განიცდიან. დამსაქმებლები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ გაფიცვის უფლებას და ეჭვის ქვეშ აყენებენ ათწლეულების მანძილზე აღიარებულ ამ ფუნდამენტურ უფლებას შსო-ში.
ძალიან ბევრი მთავრობა ვერ უზრუნველყობს ხალხს სამსახურით და ვერ ქმნის სტაბილურ მომავალს მომავალი თაობებისთვის. ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით, ანადგურებენ სიცოცხლეს და საარსებო წყაროს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ლიდერები ჯერაც ვერ ახერხებენ იპოვნონ ძალა რათა გლობალური კლიმატური შეთანხმება დადონ. მკვდარ პლანეტაზე სამუშაო ადგილები არაა, მაგრამ როდესაც მთავრობები იმოქმედებენ და შეამცირებენ ნახშირბადით ჰაერის დაბინძურებას და შეძლებენ შესაბამისად აღჭრვონ საზოგადოება და საწარმოები კლიმატური პრობლემებთან საბრძოლველად, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
დომინანტური გლობალური ეკონომიკური მოდელი ანადგურებს სამუშაო ადგილებს და პლანეტას. ეს ასუსტებს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამართლიანობას ყველასათვის.
მსოფლიო პროფკავშირები ყველაზე ძლიერი ძალაა დემოკრატიის დასაცავად და სამართლიანობისა და სტაბილური მომავლისთვის.
7 ოქტომბერს – ღირსეული შრომის მსოფლიო დღეს პლანეტის მაშტაბით გაიმართება აქციები, სამუშაო ადგილზე ღონისძიებები, საჯარო ღონისძიებები და სხვა მრავალი აქტივობები სამართლიანობის დასაცავად.
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მშრომელთა ძალაუფლება, მობილიზებით და ორგანიზებით შეგვიძლია მოვთხოვთ პასუხი პოლიტიკოსებს და და ბიზნესმნებს და გარდავქმნათ დღევანდელი დაღმავალი ეკონომიკური სისტემა ისეთად, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლოდ სტაბილურობას და კეთილდღეობას ყველასათვის.