გოჩა ალექსანდრია: “დღეს არსებულ ფორმატში შრომითი ინსპექცია უსუსური და უუნარო ორგანოა”
გასულ კვირას სტუდენტთა და დასაქმებულთა ნაწილმა მშრომელთა უფლებების უხეში დარღვევა ხალხმრავალი მანიფესტაციებითა და მსვლელობით გააპროტესტა. საჯარო მიმართვები გაავრცელეს რუსთავის “აზოტის”, სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოსა” და წიგნების მაღაზიების ქსელ “ბიბლუსის” თანამშრომლებმაც, რომლებიც დამსაქმებელთა მხრიდან მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ. პროფესიული კავშირების თავმჯდომარე გოჩა ალექსანდრია : ” შრომითი ისპექცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელიც მუშაობს 25 მოქმედი და ადმენივე რეზერვში მყოფი ინსპექტორი. ” სტატიას გაზეთი რეზონანსი აქვეყნებს.