გიგა ბექაური PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის წევრად აირჩიეს

საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიგა ბექაური აირჩიეს.

PERC -ის რიგით მეხუთე ახალგაზრდული კონფერენცია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდული კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) -ის მთავარი პროგრამა და  სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

PERC -ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი  ესტონეთის წარმომადგენელმა რომან ზაიცევმა დაიკავა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive