მიმდინარეობს საიტის განახლება

გერმანიის და საქართველოს პროფკავშირები ურთიერთობებს გააღრმავებენ

საქართველოს პროფკავშირები გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ინტენსიურს გახდის. ამის შესახებ გერმანიის პროფკავშირების ახალი თავმჯდომარე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი ბერლინში შეთანხმდნენ.

რაინერ ჰოფმანს პეტრიაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა. საქართველოს პროფკავშირები გერმანიის პროფესიული გაერთიანებების წარმატებული მოდელის  ქართულ სინამდვილესთან მისადაგებას გეგმავს.

მხარეებმა საქართველოში შრომის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. რაინერ ჰოფმანის განცხადებით გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის მხარდაჭერას და ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში აქვს დაგეგმილი.irakli da hofmani