მიმდინარეობს საიტის განახლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს,  სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები ვარაუდობენ, რომ მათი თანამშრომლობა აამაღლებს როგორც საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე, ასევე უზრუნველყოფს პროფესიული პროგრამების რელევანტურობასა და მოქნილობას საქართველოს მზარდი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად.

მემორანდუმს ხელი სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების  ხელშეწყობისათვის თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, პროფესიული სწავლების, განსაკუთრებით კი პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური და ადეკვატური შეფასებისთვის.12
mem