14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეა ღინიშნა. დონორთა მსოფლიო კვირეულს საქართველოც შეუერთდა.
პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, აპარატის და სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სისხლის გაცემის აქციას შეუერთდნენ და სისხლი უანგაროდ გაიღეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დააჯილდოვა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო, რეგულარული დონორების და უანგარო დონაციის აქციებში ჩართული ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.
მონაწილეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მადლობის სიგელები გადასცა და უანგარო დონაციის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო.
სისხლის უანგარო დონორთა კვირეულის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით დაუანგაროდ გასცემენ სისხლს. 2017 წლის კამპანია მიმდინარეობს სლოგანით ,,გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად‘’ პროგრამის მიზანია საქართველოში უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და დანერგვა .