მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ბიენდპის” 300 თანამშრომელი სამსახურში არ შეუშვეს

2 იანვარს ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანია შპსბიენდპში” 300-მდე დასაქმებულმა კომპანიის შესასვლელთან აქცია მოაწყო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთერთი ცვლის მუშები, როცა გამოცხადნენ კომპანიაში სამუშაოდ მათ ტერიტორიაზე შესასვლელი ბარათები დაბლოკილი დახვდათ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ბარათები არა მარტო მათ, არამედბიენდპისთანამშრომელთა უმრავლესობას დაბლოკილი ქონდა.

სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ კომპანიის შესასვლელთან დასაქმებულები. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი ჯუმბერ ცომაია აცხადებს ბარათების დაბლოკვის მიზეზი ხელშეკრულებაზე ხელმოუწერლობაა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 22-22 ნოემბერს მიმდინარე გაფიცვის დროს შპსბიენდპისადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელთან 2014 წლის 1-10 იანვრისათვის უვადო ინდივიდუალური ხელშეკრულებას გააფორმებდა. არსებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოახლოებისას ადგილი ქონდა ადმინისტრაციის მხრიდან სიტყვიერ გაფრთხილებასაც, ვინც 2014 წლის 2 იანვრამდე არ მოაწერდა ხელს მათ მიერ შემოთავაზებულ ხეკშეკრულების ვარიანტს, დაებლოკებოდა შესასვლელი ბარათი და განთავისუფლდებოდა სამსახურიდან.

ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფიცვაში მონაწილე რამდენიმე თანამშრომელს უკვე დაუბლოკეს საწარმოში შესასვლელი ბარათი, იმ მოტივით, რომ მათი სამსახურში დარჩენის საკითხი განხილვის სტადიაშია.

 „ბიენდპისადმინისტრაციამ გაფრთხილება სისრულეში მოიყვანა და ყველა დასაქმებულს დაუბლოკა შესასვლელი ბარათი, პარალელურად კი ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. კომპანიაში დასაქმებულები ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ იმ მიზეზით, რადგან ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ხელშეკრულების ვარიანტი მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებს იცავს. ადმინისტრაციის მოთხოვნა კი კატეგორიულია, რომ მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ხელშეკრულების ტექსტის საფუძველზე მოხდება თანამშრომელთა მიღება.