მიმდინარეობს საიტის განახლება

ბარაკ ობამას ისტორიული სიტყვა პროფკავშირების მხარდასაჭერად

მთელი მსოფლიო მოიარა ვიდეო–კადრებმა, რომელიც ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრას პროფკავშირებთან გუშინ აშშ-ს შრომის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე. პრეზიდენტის მთავარი მესიჯი იყო: “მე გავწევრდებოდი პროფკავშირში”. პოლიტიკურმა ექსპერტებმა  ობამას ეს გამოსვლა უკევ შეაფასეს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლად მისი პრეზიდენტობის მანძილზე. ამერიკის პრეზიდენტებისგან პროფკავშირები ასე ღია მხარდაჭერას ნამდვილად არ არიან ჩვეულნი და ამ კუთხით ქვემოთ მოყვანილი ბარაკ ობამას სიტყვები უდავოდ ისტორიულია!

“იცით რა? მე რომ ვეძებდე კარგ სამსახურს, რომელიც მომცემს სტაბილურობას ჩემი ოჯახისთვის –  მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე თუ თავდაუზოგავად ვმუშაობ სერვისის სექტორში და მინდა პატიოსნად ავიღო ნამუშევარის საფასური, – მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე თუ ვიქნებოდი მეხანძრე ან პოლიციელი და ყოველდღიურად სიცოცხლის დაკარგვის რისკის წინაშე ვიდგებოდი რათა ჩემი ხალხი დამეცვა და უსაფრთხოება შემექმნა მათთვის და ამავდროულად ისიც მინდა, რომ ჩემს ოჯახსაც უსაფრთხოდ დავუბრუნდე ყოველდღე – მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე მინდა, რომ პროფკავშირი ჩემზე ზრუნავდეს!

თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი კონგრესი, რომელიც მშრომელების პოლიტიკის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.  გპირდებით, რომ ყველაფერს რასაც გპირდებოდით და ვამბობდით  – აუცილებლად გავაკეთებთ.

მე იმიტომ კი არ ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რომ ზემოდან ქვევით ჩამომავალი ეკონომიკის პოლიტიკა მეწარმოებინა. მე იმიტომ ვიყარე კენჭი, რომ მჯერა ქვემოდან ზევით ავლითი ეკონომიკის პოლიტიკის. მე თქვენზე დავდე ფსონი! მე ამერიკელ მშრომლებზე დავდე ფსონი!“ – ამბობს ბარაკ ობამა.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ბარაკ ობამას გამოსვლის სრული როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური ვერსია: http://edition.cnn.com/2014/09/01/politics/obama-union-workers/index.htmlOBAMA