მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ბათუმელი მძღოლების მთავარი მოთხოვნა შესრულებულია!

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების მთავარი მოთხოვნა შესრულებულია. სოლიდარობამ და მძღოლების სამართლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო! 9-დღიანი გაფიცვისა და 6 დღიანი შიმშილობის შემდეგ შპს “ავტოტრანპორტის“ დირექტორმა, გია ლორიამ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა.

ბათუმელ მძღოლებს ეს ინფორმაცია აჭარაში გაფიცული მძღოლებისათვის სოლიდარობის გამოსახატად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასულმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ამცნო.

ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ საკითხის განხლვის შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გია ლორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

გადაწყვეტილების მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა განაცხადეს, რომ ისინი სამუშაოს ხვალ დილიდან დაუბრუნდებიან. აქციის მონაწილეები დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ელოდებიან. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულოს სხდომა სავარაუდოდ თვის ბოლოს ჩაინიშნება.