მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია (ITUC), რომელიც წარმოადგენს 176 მილიონ მშრომელს 161 ქვეყანაში, 12 აგვისტოს აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს და  ახორციელებს კამპანიას: “ღირსეული ხელფასები ახალგაზრდა მშრომლებს“.

ახალგაზრდები წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. ისინი საზოგადოების განვითარების ძირითად რესურსს წარმოადგნენ და არა მხოლოდ ჩვენი მომავალი, არამედ დღევანდელი პარტნიორები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვნად ზარალდებიან უმუშევრობით, ნახევარგანაკვეთიან სამსახურებით და არასტაბილური შემოსავლით.

ეკონომიკური სხვაობა განვითარებულ, განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებს შორის ყოველდღიურად იზრდება და ახალგაზრდები კვლავ უპრეცედენტო ხელფასის შემცირების და ცხოვრების დონის დაცემის წინაშე დგანან. ახალგაზრდები მცირე ხელფასს იღებენ მიუხედავად სწავლის ხარისხის, გრძელი სამუშაო დღის და ცუდ შრომის პირობებში მუშაობისა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ახალგაზრდა მუშები არ იღებენ ანაზღაურებას რეგულარულად. უარესი სიტუაციის წინაშე დგანან ახალგაზრდები, ვისაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო კვალიფიკაცია, ხელობა ან ტრენინგი არ გაუვლიათ.

ფორმალური კერძო სექტორის უუნარობამ ახალგაზრდებს არ დაუტოვა სხვა გზა და ისინი (მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებში) არაფორმალურ სექტორში გადავიდნენ. აქ კი ეს ახალგაზრდები მცირე შემოსავალს იღებენ და მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავი და ოჯახი გადაარჩინონ სიღარიბეს. ეს ინდიკატორი უკავშირდება სიღარიბის მაღალ მაჩვენებელს, რადგან ახალგაზრდებს არ აქვთ შანსი რომ საცხოვრებელი რესურსი (როგორიცაა ფული) მოიპოვონ.

ეს ყველაფერი აფერხებს ახალგაზრდების მონაწილეობას ეკონომიკის განვითარებაში რადგან ქირის და კომუნალური გადასახადის ფასები იზრდება უფრო სწრაფად და მათი ხელფასი ან იკლებს ან რჩება შეუცვლელი. ახალგაზრდები რჩებიან სიღარიბის, შიმშილის და სასოწარკვეთის საფრთხის წინაშე. ბევრი ახალგაზრდა მომავლის იმედს კარგავს. დღევანდელი სიტუაცია ისეთი ბნელია, რომ იგი ზიანს აყენებს როგორც საზოგადოებას, ასევე ინდივიდუალურ ადამიანს.

დღევანდელ ახალგაზრდების ზურგზე გადადის მთელი სირთულეები, რადგან შედარებით უსაფრთხო და მაღალანაზღაურებადი სამუშაოები დიდწილათ გადაიქცა დაუცველ სამსახურად.  ამას მოაქვს ექსტრემალური სტრესი. ეს მომავალ თაობაში სიცოცხლის ხარისხის დაწევას გამოიწვევს ჩვენ თუ არაფერი მოვიმოქმედეთ და არ შევცვალეთ გეზი.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ სრული პოტენციალის გამოყენებას და ხელი შევუწყოთ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ახალგაზრდებს უნდა ხელი მიუწვდებოდეთ  ღირსეული და მაღალანაზღაურებად სამსახურებზე.  ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დამსაქმებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ აღარონ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და მისი მიზნები და იმუშაონ ღირსეული სამუშაოს შექმნის საკითხზე.

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია (ITUC), კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მშრომელებს ორგანიზებაში. ორგანიზება  ახალგაზრდა მშრომლებს მატებს ძალას, რომ განსაზღვრონ პროცესიც და შედეგიც. ეს არის ჩვენი დღე,ჩვენ  მსოფლიოს ვჭირდებით! ხმა ავიმაღლოთ და ჩავატაროთ დებატები ღირსეული სამსახურის გლობალური დიალოგის საკითხზე!

ნანა კუმაჰ ბრაუნი – ორლეანი

ITUC ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეdge