მიმდინარეობს საიტის განახლება

არასრულწლოვანის შრომა და შრომის კანონი

საქართველოში შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობით პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოისობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი მშობელის, ან მზუნველობისა და მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ ზრუდავს მის სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე. ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებებისდამზადებასთან, გადაზიდვასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

არ შეიძლება არასრულწლოვანის დასაქმება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე, რაც ცუდად იმოქმედებს შემდგომში მოზარდის ჯანმრთელობისა და ფიზიკურ განვითარებაზე. ასევე, დაუშვებელია არასრულწლოვანის დასაქმება ღამის სამუშაოზე. ასეთ შემთხვევაში პასუხს აგებს დამსაქმებელი. არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ ასეთი ხელშეკრულების გაუქმება.

Little worker