მიმდინარეობს საიტის განახლება

ამერიკელი ახალგაზრდები საქართველოში პროფკავშირების საქმიანობას ეცნობიან

 

16797960_10154603803423073_6681427602457284692_o 16880244_10206828980243090_92642768_o 16880974_10206828981443120_1994016968_o 16930336_10206828978763053_2111153017_o 2017 წლის 19-28 თებერვალი.

საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული ვითარების და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გასაცნობად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას  ამერიკელი ახალგაზრდების ჯგუფი სტუმრობს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრის გაცვლითი პროგრამის 3 მონაწილეს მასპინძლობს. პროგრამა ემსახურება პროფკავშირების და ადამიანის შრომითი და სოციალური უფლებების საკითხებით დაინტერესებული და ამ სფეროში ჩართული ამერიკის  პროფკავშირების ახალგაზრდა აქტივისტებისთვის საქართველოში არსებული სიტუაციის გაცნობას, საქართველოში დასაქმებულების მძიმე შრომითი პირობების, პროფკავშირის ლიდერების დევნის  და არასაკმარისი სოციალური უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და უფლებებისთვის ბრძოლის ამერიკული გამოცდილების მათთვის გაზიარებას.

16903353_10154603804133073_1510589258277019828_o

 

დელეგაციის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან რკინიგზაში, ჭიათურის მაღაროებში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ბათუმის ტექსტილის ფაბრიკებში, ასევე ბათუმის ტრანსპორტის სფეროში და ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში არსებულ მდგომარეობას. ვიზიტის ბოლოს პროგრამის მონაწილეები საქართველოს მედიის სფეროში მომუშავეთა პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის, პროფკავშირულ საქმიანობაში ქართველი ახალგაზრდობის  მონაწილეობის საკითხებზე, სპეციალური პრეზენტაცია გამართეს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განიხილეს პროფკავშირული სკოლის, არჩევნების და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები.

დელეგაციის წევრებმა რეგიონებში გასვლამდე, მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს პლატფორმის სოციალური დიალოგის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს  სოციალური დიალოგის პრაქტიკა აშშ-ში და საქართველოში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების თანამშრომლობის მაგალითები.

შეხვედრა შედგა რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრებთანაც, სადაც რკინიგზაში არსებულ ვითარებასა და პროფკავშირის საქმიანობის დეტალებზე იმსჯელეს.

პროგრამაში მონაწილეობენ სტიუარტ მაკინტაიერი, ოჰაიოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი, ჰეზერ ლევერტი, ამერიკის ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი და ასევე ოჰაიოს მშენებელთა პროფკავშირის წევრი და პროფესიული განათლების კურსის ბენეფიციარი ვიტალი კუსმი. ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა 28 თებერვალს, თბილისში, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ოფისში გაიმართება.