ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პირისპირ შეხვედრა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმამდე და ბიზნესმენებთან შეხვედრებამდე გაიმართა.
პეტრიაშვილმა ფიშერს მადლობა გადაუხადა იმ პოზიციისთვის, რომელიც ავსტრიის მთავრობას საქართელოს ევრო ინტეგრაციასთან მიმართებაში აქვს და იმ მხარდაჭრისთვის, რომელსაც ავსტრია დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის პროფკავშირებს უცხადებდა, წინა ხელისუფლების დროს არსებულ მძიმე პერიოდში და უცხადებს ახლაც.
პეტრიაშვილსა და ფიშერს შორის საუბარი შეეხო იმ ბარიერებსა და ნაკლოვანებებზე, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები- განვითრების გზაზე აწყდება, მათ შორის სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან. კერძოდ სოციალური დიალოგის, საზოგადოებრივ ჩართულობის, შრომის უსაფრთხოებისა, ქალთა უფლებების და კოლექტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე – რაც სტაბილურობის და საზოგადოების კონსოლიდაციის წინაპირობაა. კონსოლიდაციის, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც შიდა, ასე გარე საფრთხეებს, რომელიც მრავლადაა ქვეყნის წინაშე.
ჰაინც ფიშერმა ნახევარ საათიანი შეხვედრისას, პროფკავშირებს მხარდაჭრა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს საქმოქალაქო განვითარების ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც ავსტრიის პოფკავშირებს აქვთ. აღსანიშნავია, რომ თავად ფიშერი უკვე 50 წელია პროფკავშირის წევრია.
შეხვედრაზე დაიგეგმა ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი ავსტრიაშიც, რომელიც 23-26 ივნისს შედგება.
ავსტრიის პრეზიდენტის დელეგაციაში, როგორც ბიზნესმენები ასევე პროფკავშირების წევრებიც არიან.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება