
უბედური შემთხვევა ტყიბულში – 6 დაღუპული და 3 დაშავებული
05 / 04 / 2018
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილთა ცხედრების შატხიდან ამოსაყვანად ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები მიმდიარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. 2017 წელი 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.