“LabourStart” საქართველოს პროფკავშირებთან ერთად გლობალური სოლიდარობის კონფერენციას გამართავს

2023 წლის 28-30 აპრილს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, LabourStart-ის გლობალური სოლიდარობის მორიგი კონფერენცია – „პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს!“ გაიმართება.  მასში მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირის წევრებს მიეცემათ.

წლევანდელ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, ერთ-ერთი მომხსენებელი  პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იქნება.

ასევე, ღონისძიებას გაუძღვებიან: ერიკ ლი – „LabourStart“, ესთერ ლინჩი – ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი; ამბეტ იუსონი – მშენებლობისა და მეტყევეობის საერთაშორისო გლობალური პროფკავშირის გენერალური მდივანი და ა.შ.

კონფერენცია ღიაა და თემატურად მოიცავს სესიებსა და სემინარებს. მასზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე:  https://www.labourstart.org/2023/

„LabourStart”-ი გლობალური სოლიდარობის კონფერენციას 2008 წლიდან მართავს. წინა კონფერენციები ლონდონში, ვაშინგტონში, ჰამილტონში (ონტარიო), სტამბულში, სიდნეიში, ბერლინსა და ტორონტოში ჩატარდა.

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება