ციფრული ეკონომიკა სწრაფად მზარდი სფეროა. დღეს ევროკავშირში 28 მილიონი ადამიანია დასაქმებული ციფრულ შრომით პლატფორმებზე. 2025 წლისთვის კი მათი რიცხვის 43 მილიონამდე ზრდაა მოსალოდნელი. ციფრული პლატფორმების ბრუნვა 2016-2020 წლების შუალედში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 14€ მილიარდს მიაღწია. ევროკავშირში მიიჩნევა, რომ ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებულთა შორის 5,5 მილიონი რეალურად შრომით ურთიერთობაშია და მათი შრომითი უფლებები ხელოვნურადაა უგულვებელყოფილი.
ციფრული ეკონომიკა სწრაფად იზრდება საქართველოშიც. მათ შორის იზრდება ციფრულ შრომით პლატფორმებზე დასაქმებულთა რაოდენობა. ასეთ პლატფორმებზე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი COVID-19 პანდემიამ, რომლის განმავლობაშიც, შეზღუდული გადაადგილების პირობებში ადგილზე მიტანა ხშირად ერთადერთი გამოსავალი იყო.
ციფრული პლატფორმების გამოჩენა ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული შრომითი და სოციალური უფლებების კუთხით. რთულდება დასაქმებულთა სტატუსის კლასიფიცირება, რასაც საბოლოოდ შრომითი უფლებებისა და სოციალური დაცვის უგულვებელყოფამდე მივყავართ. გარდა ამისა ალგორითმებმა, რომლებიც პლატფორმებზე მოქმედებს შესაძლოა კითხვის ნიშნები გააჩინოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის კუთხით.
ე.წ. „თანამშრომლობის პლატფორმების“ განსაზღვრისას სხვადასხვა კვლევები განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ, მათგან შეიძლება გამოიყოს შემდეგი ელემენტები:
აღნიშნული კრიტერიუმები ფარავს საქმიანობის ფართო სპექტრს, რომელიც ონლაინ ბაზარზეა. ისევე, როგორც ტრადიციულ ეკონომიკაში, აქაც ხდება კაპიტალისა და სამუშაო ძალის მოძრაობა. შესაბამისად შეიძლება პლატფორმული ბაზარი დაიყოს ორ ნაწილად:
ციფრულ შრომით პლატფორმების ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციაა მათი დაყოფა ონლაინ და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ პლატფორმებად. წინამდებარე კვლევა ორიენტირებულია იმ პირებზე, რომლებიც ციფრულ შრომით პლატფორმებზე ასრულებენ ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ საქმიანობას.
ამ ტიპის დაყოფაშიც მნიშვნელოვანი განსხვავებაა მაღალკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ სამუშაოებს შორის.
ონლაინ სამუშაო
მაღალკვალიფიციური
დაბალკვალიფიციური სამუშაო
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმები
მაღალკვალიფიციური
დაბალკვალიფიციური საქმიანობები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში პლატფორმაზე დასაქმებულთა უმეტესობის ასაკი 35 წელს ქვევითაა და დასაქმებულთა უმეტესობა კაცია. ვებ-გვერდზე დაფუძნებულ პლატფორმებზე დასაქმებული ქალების წილი 40%-ია, ხოლო ლოკაციაზე დაფუძნებულ პლატფორმებზე დასაქმებულთა შორის ქალი მხოლოდ 10%-ია.
თუკი მსოფლიოს მასშტაბით ვებ-გვერდზე დაფუძნებულ პლატფორმებზე დასაქმებულები კვირაში 27 საათს მუშაობენ საშუალოდ, ლოკაციაზე დაფუძნებულ პლატფორმებზე სამუშაო კვირა შეადგენს ტაქსებისთვის 65 ხოლო მიტანის სექტორში 59 საათს. შსო-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, გამოკითხულთა 70%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობისას განიცდიდნენ გარკვეულ სტრესს, რომელიც გამოწვეულია ერთ-ერთი ჩამოთვლილ მიზეზთაგან: მოძრაობის გადატვირულობა; არსაკმარისი ანაზღაურება; შეკვეთების და კლიენტების ნაკლებობა; ხანგრძლივი სამუშაო საათები; სამუშაოსთან დაკავშრებული ტრავმის რისკი და სწრაფად გადაადგილებასთან დაკავშირებული წნეხი.