მაღაროელთა საანგარიშო კონფერენცია ტყიბულში

ტყიბულიში მაღაროელთა პროფკავშირული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას მაღაროელებთან და პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე, ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ბრეგვაძე.

კონფერენციის მსვლელობისას ძირითადი დრო დაეთმო საწარმოში არსებულ შრომით-სამართლებრივი პრობლემების განხილვას. კონფერენციის მონაწილეთა მსკელობის შედეგად პროფკავშირის სამოქმედო გეგმის მთავარ საკითხებად ჩამოყალიბდა შემდეგი: გამოკვლეული იქნეს, რამ განაპირობა ქვანახშირის მოპოვებაზე მომუშავეების ხელფასმა კლება, დროებითი შრომის უუნარობის შემთხვევაში ადმინისტრაცია რატომ ანაზღაურებს მხოლოდ 7 დღეს, რატომ არ ხდება საწარმოს ტექნიკური გადაიარაღება და აქამდე რატომ ვერ მოხერხდა კოლექტიური ხელშეკრულების დადება.

დარგობრივი პროფკავშირის რეკომენდაციით კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შრომით-სამართლებრივი ნორმების ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის ფაქტებზე წამოწყებული იქნეს სასამართლო დავები, ხოლო სოციალურ-ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო, ასევე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ მოხდეს კომპანიის ადმინისტრაციასთან ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყების ინიცირება.

კონფერენციის დასასრულს ტყიბულელმა მაღაროელებმა გადაიღეს სოლიდარული სამახსოვრო ფოტო, რომელიც გაეგზავნებათ თურქეთში, მანისას პროვინციაში ქალაქ სომაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მაღაროელების ოჯახის წევრებს და ადგილობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებს.tyib