პროფკავშირები მინდელის სახელობის შახტის დახურვას ითხოვენ

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტა დროებით უნდა დაიხუროს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით: “უნდა გაჩერდეს შახტები და მეშახტეები, სანამ შახტები გაჩერებული იქნება უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საკმარისი ანაზღაურებით და ის კომპენსაციები, რასაც კომპანიისგან ქალაქი იღებს უნდა გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შედეგს მოგვცემს, თუ არადა ალტერნეტიულ დასაქმებაზე ვიფიქრებთ”.
საწარმოს ადმინისტრაციის ვერსიით ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 5 აპრილს დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.